კვლევის შესახებ
თიროპეროქსიდაზა (Thyroid peroxidase) არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (T3 და T4) სინთეზში. Anti-TPO-ს დონე იმატებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანებებისა და ანთებითი პროცესების დროს, ხოლო სტაბილურდება მკურნალობისა ან დაავადების რემისიის პერიოდში. ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ხშირად გამოწვეულია აუტოიმუნური მექანიზმებით, რომლის დროსაც ორგანიზმში გამომუშავდება აუტოანტისხეულები.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
- ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების დიაგნოსტირებისთვის (გრეივსის დაავადება, ჰაშიმოტოს თირეოიდი);
- ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდის დროს;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გენეტიკური განწყობის დროს;
- მედიკამენტორზური თერაპიის მონიტორინგისთვის.
ინტერპრეტაცია
anti TPO დონე სიხლში იმატებს:
- ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები დროს (გრეივსის დაავადება, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი);
- ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდის დროს;
- სხვა აუტოიმუნური დაავადებებისას.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- თიროქსინის თავისუფალი ფრაქცია (FT4) სისხლში;
- ტრიიოდთირონინის თავისუფალი ფრაქცია (FT3) სისხლში;
- თიროქსინი (T4) სისხლში;
- ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზის მიმართ - (anti TPO);
- ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ სიხლში - (anti TG);
- თირეოგლობულინი (TG);
- ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორის მიმართ - (anti TRAB/anti TSHR);
- ANA.
- ტრიიოდთირონინი (T3) სისხლში;
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო
ტესტის მეთოდოლოგია
"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი
ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
4 საათი
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
კვლევის კატეგორია
იმუნოლოგია