ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორის მიმართ (anti TRAB)

ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორის მიმართ (anti TRAB)

ფასი: 90 ₾

კვლევის შესახებ

ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება ხასიათდება აუტოანტისხეულების არსებობით ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა კომპონენტით (თირეოტროპინის რეცეპტორი, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზა და თირეოგლობულინი). ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორის მიმართ - anti TSHr იგივე TRAb (Thyrotropin Receptor Antibody)-ის დონე განსაკუთრებით იმატებს გრეივსის დაავადების (დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი) დროს, რომელსაც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის თირეოტოქსიკოზი, ხოლო მცირდება ეფექტური მკურნალობისა და დაავადების რემისიის დროს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია გრეივსის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში, რომელსაც ახასაითებს თირეოტოქსიკოზისთვის დამახასიათებელი ჩივილები:


  • შფოთვა, გაღიზიანება;
  • ოფლიანობა, სიცხის აუტანლობა;
  • მადის მატება;
  • წონაში კლება (ნორმალური ან გაძლიერებული მადის მიუხედავად);
  • ძილის დარღვევა;
  • ტრემორი (ხელის კანკალი);
  • ტაქიკარდია;
  • არითმია;
  • დიარეა;
  • თხელი, მსხვრევადი თმა და ფრჩხილი;


კვლევის ჩატარება ასევე რეკომენდებულია:


  • ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდის დროს;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გენეტიკური განწყობის დროს;
  • მედიკამენტორზური თერაპიის მონიტორინგის დროს.

ინტერპრეტაცია

anti TSHr დონე სისხლში იმატებს შემდეგ შემთხვევებში:


გრეივსის დაავადების დრო.გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო

ტესტის მეთოდოლოგია

Maglumi X3 (Snibe Co.,) - Chemiluminescence Immunoassay (CLIA) System - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone