კვლევის შესახებ
კვლევა ტარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და თერაპიის ეფექტურობის მონიტორინგისთვის. პროცესი მოიცავს განავლის ფიზიკურ, ქიმიურ, მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ გამოკვლევას. მისი ჩატარება საჭიროა საჭმლის მომნელებელ სისტემაში ანთებითი პროცესებისა და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების პროცესების დიაგნოსტიკისთვის.
კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია მუცლის ტკივილის დროს - ეპიგასტრიუმში, მუცლის ზედა ან ქვედა ნაწილში, მარჯვენა ან მარცხენა ჰიპოქონდრიაში. ტკივილის ბუნებას და ციკლურ ხასიათს არ აქვს მნიშვნელობა - ღვიძლის, კუჭის, ნაწლავების ან პანკრეასის მსუბუქმა დისკომფორტმაც კი უნდა გიბიძგოთ გამოკვლევისკენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად მეორდება.
ასევე, გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია, თუ ფიქსირდება - მკვეთრი სუნი, შეცვლილი ფერი, საეჭვო ჩანართების არსებობა, ალერგიული რეაქციები, მოწამვლის, ტკივილის, ქავილის ან უცხო სხეულის შეგრძნება სწორ ნაწლავში, აუტანლობა გარკვეული საკვების მიმართ და უეცარად წონის დაკარგვა.
ბავშვებში კოპროგრამა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება: კოლიკა, დიარეა, ყაბზობა, სირთულეები ახალი დამატებითი საკვების მიღებისას, ღებინება, გულძმარვა, გულისრევა და სხვა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
განავლის საერთო ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია:
• დიარეისას;
• ყაბზობისას;
• მოუნელებელი საკვების დროს;
• მუცლის არეში ტკივილისას;
• შებერილობის დროს;
• მკურნალობის შედეგების შეფასებისთვის;
• ზოგადი პროფილაქტიკის დროს.
ინტერპრეტაცია
განავლის საერთო ანალიზი აფასებს: განავლის ფერს, სუნს, კონსისტენციას, ლორწოს, სისხლს, მოუნელებელ საკვებს. ასევე აფასებს - ლეიკოციტებს, ერითროციტებს, ცხიმებს, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ჩანართებს.
განავლის საერთო ანალიზის მაჩვენებლები იცვლება შემდეგი დაავადებების დროს:
• კოლიტი, ენტერიტი, დისბაქტერიოზი, გასტრიტი;
• მალაბსორბცია, ცელიაკია;
• სალმონელოზი, შიგელოზი;
• პანკრეასის პათოლოგიები;
• ნაწლავის პოლიპი, ჰემოროიდული დაავადება;
• და სხვა
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• განავლის ანალიზი ნაწლავურ პარაზიტებზე;
• განავლის ბაქტერიოლოგა (სრული სერვისი);
• კალპროტექტინი, განავალში;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
განავლის საერთო ანალიზი ტარდება სიმპტომების გამოვლენის დროს და განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს.
მასალის აღება - პროცედურის სწორად ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარაზიტების იდენტიფიცირებისთვის. განავალი თავსდება სპეციალურ კონტეინერში. მნიშვნელოვანია, რომ მასალა აიღოთ ფეკალური მასის რამდენიმე სხვადასხვა უბნიდან. რეკომენდებულია მასალის დროულად მიტანა ლაბორატორიაში. დაყოვნების შემთხვევაში მოათავსეთ ცივ ადგილზე.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medscape.com
• uptodate.com
• clevelandclinic.org
• ნინო მაჭარაშვილი MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი