თიროქსინის თავისუფალი ფრაქცია (FT4) სისხლში

თიროქსინის თავისუფალი ფრაქცია (FT4) სისხლში

ფასი: 35 ₾

კვლევის შესახებ

თიროქსინი (Thyroxine) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების 90% შეადგენს. თიროქსინი ორგანიზმში ორი სახით არსებობს, უმეტესობა შეკავშირებულია ცილასთან (T4), მხოლოდ 0,03 % წარმოდგენილია თავისუფალი თიროქსინის (FT4) სახით. FT4 წარმოადგენს თიროქსინის აქტიურ ფორმას. თიროქსინი ტრიიოდთირონინთან ერთად გავლენას ახდენს ორგანიზმში ყველა უჯრედისა და ქსოვილის მეტაბოლიზმზე, თუმცა FT3-ის მეტაბოლური აქტივობა დაახლოებით 5-ჯერ მეტია FT4-თან შედარებით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილებია:


  • ძილიანობა, ენერგიის ნაკლებობა;
  • წონის მატება;
  • უმადობა;
  • სიცივის აუტანლობა;
  • დეპრესია;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • რეფლექსების შენელება;
  • მშრალი კანი და თმის ცვენა, ფრჩხილების დაზიანება;
  • ყაბზობა, შეკრულობა;
  • ბრადიკარდია;
  • მენორაგია;
  • კუნთების კრამპი (კრუნჩხვები);
  • შეშუპება.


ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილებია:


  • ოფლიანობა, სიცხის აუტანლობა;
  • მადის მატება;
  • წონაში კლება (ნორმალური ან გაძლიერებული მადის მიუხედავად);
  • ძილის დარღვევა;
  • ტრემორი (ხელის კანკალი);
  • ტაქიკარდია;
  • არითმია;
  • დიარეა;
  • თხელი, მსხვრევადი თმა და ფრჩხილი.


სხვა შემთხვევებში:


  • ლევოთიროქსინით მკურნალობის მონიტორინგის დროს;
  • TSH ნორმიდან გადახრის დროს;
  • ორსულობის დაგეგმვისას;
  • უშვილობის დროს;
  • პროფილაქტიკური კვლევისას.

ინტერპრეტაცია

FT4 დონე სისხლში იმატებს შემდეგ შემთხვევებში:


  • ჰიპერთირეოზის დროს (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია);
  • გრეივსის დაავადების დროს;
  • დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვის დროს;
  • მწვავე თირეოიდიტის დროს (საწყისი სტადია);
  • ლევოთიროქსინის ჰიპერდოზირეისას.


FT4 დონე სისხლში იკლებს შემდეგ შემთხვევებში:


  • ჰიპოთირეოზის დროს;
  • იოდის დეფიციტის დროს;
  • ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედაბისას (ამიოდარონი, ლითიუმი);
  • თეირეოიდექტომიის შემდეგი პერიოდის დროს.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone