კვლევის შესახებ
T4-თიროქსინი (Thyroxine) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონია. T4 ფარისებრიჯირკვლის ჰორმონების 90%-ს შეადგენს, მხოლოდ 0,3%-ია გვხვდება თავისუფალი -FT4 სახით, დანარჩენი შეკავშირებულია თიროზინ შემბოჭველ გლობულინთან. უმეტესად T4 გარდაიქმნება ტრიიოდოთირონინად, რომელიც აქტიური ფორმაა და ორგანიზმში მოქმედებს სხვადასხვა პროცესზე.
T4-ის პროდუქცია კონტროლდება ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მიერ, როცა სისხლში T4 კონცენტრაცია იკლებს, ჰიპოთალამუსი გამოყოფს თირეოტროპინ რილიზინგ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს ჰიპოფიზში TSH-ის წარმოქმნას, TSH მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ასტიმულირებს T4-ის პროდუქციას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილებია:
- ძილიანობა, ენერგიის ნაკლებობა;
- წონის მატება;
- უმადობა;
- სიცივის აუტანლობა;
- დეპრესია;
- მეხსიერების გაუარესება;
- რეფლექსების შენელება;
- მშრალი კანი და თმის ცვენა, ფრჩხილების დაზიანება;
- ყაბზობა, შეკრულობა;
- ბრადიკარდია;
- მენორაგია;
- კუნთების კრამპი (კრუნჩხვები);
- შეშუპება.
ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი ჩივილებია:
- ოფლიანობა, სიცხის აუტანლობა;
- მადის მატება;
- წონაში კლება (ნორმალური ან გაძლიერებული მადის მიუხედავად);
- ძილის დარღვევა;
- ტრემორი (ხელის კანკალი);
- ტაქიკარდია;
- არითმია;
- დიარეა;
- თხელი, მსხვრევადი თმა და ფრჩხილი.
სხვა შემთხვევებში:
- ლევოთიროქსინით მკურნალობის მონიტორინგის დროს;
- TSH ნორმიდან გადახრისას;
- ორსულობის დაგეგვმის დროს;
- უშვილობის დროს;
- პროფილაკტიკური კვლევისას.
ინტერპრეტაცია
FT4 დონე სისხლში იმატებს შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერთირეოზის დროს (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია);
გრეივსის დაავადების დროს;დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვის დროს;
მწვავე თირეოიდიტის დროს (საწყისი სტადია);
ლევოთიროქსინის ჰიპერდოზირეისას.
FT4 დონე სისხლში იკლებს შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპოთირეოზის დროს;
იოდის დეფიციტის დროს;
ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედაბისას (ამიოდარონი, ლითიუმი);
თეირეოიდექტომიის შემდეგი პერიოდის დროს.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში - TSH;
- თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა სისხლში FT4;
- ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ სიხლში - anti TG;
- თირეოგლობულინი (TG);
- ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზის მიმართ - anti TPO;
- ანტისხეულები თირეოტროპინის რეცეპტორის მიმართ - anti TSHr.
- ტრიიოდთირონინის განსაზღვრა სისხლში (T3);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო