Chlamidya Trachomatis დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი,CITO

Chlamidya Trachomatis დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი,CITO

ფასი: 70 ₾

კვლევის შესახებ

Chlamydia Trachomatis ქალებში იწვევს მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს, ფალოპის მილების გაუვალობას.

Chlamydia Trachomatis მამაკაცებში კი რთულდება ეპიდიდიმიტით და ურეთრის ანთებით.


ინფექციები გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი სიმპტომებისას:


  • პროფილაქტიკური კვლევისას;
  • დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
  • ხშირი შარდვისას;
  • შარდვისას წვის დროს;
  • შარდის შეუკავებლობისას;
  • ვაგინალური გამონადენის დროს;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
  • ორსულობის შეწყვეტისას;
  • ნაადრევი მშობიარობის დროს;
  • უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
  • ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);

ინტერპრეტაცია

Chlamydia Trachomatis-ს აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:

  • ცისტიტი;
  • პროსტატიტი;
  • ურეთრიტი;
  • სათესლეების და დანამატების ანთება.

Chlamydia Trachomatis-ს აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:

  • საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება;
  • ურეთრიტი.

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდი შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.

უროგენიტალური ნაცხი აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
  • ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
  • კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან და არ გამოიყენოთ სპერმიციდი/ ლუბრიკანტი;
  • მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone