კვლევის შესახებ
Chlamydia Trachomatis/Neisseria gonorrhoeae იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას.
ინფექციები გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი სიმპტომებისას:
- პროფილაქტიკური კვლევისას;
- დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
- ხშირი შარდვისას;
- შარდვისას წვის დროს;
- შარდის შეუკავებლობისას;
- ვაგინალური გამონადენის დროს;
- საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
- ორსულობის შეწყვეტისას;
- ნაადრევი მშობიარობის დროს;
- უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
- ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი).
ინტერპრეტაცია
Chlamydia Trachomatis/Neisseria Gonorrhoeae აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- ცისტიტი;
- პროსტატიტი;
- ურეთრიტი;
- სათესლეების და დანამატების ანთება.
Chlamydia Trachomatis-ს აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება;
- ურეთრიტი.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- Mycoplasma Genitalium;
- Mycoplasma Hominis;
- Ureaplasma Urealyticum;
- Ureaplasma Parvum;
- Trichomona Vaginalis;
- Gardnerella Vaginalis;
- Candida Albicans;
- anti Chlamydia Trachomatis IgM/IgG;
- ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა;
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდი შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
- შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხი აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
- ქალებში - დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
- კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან და არ გამოიყენოთ სპერმიციდი/ ლუბრიკანტი;
- მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.
ტესტის მეთოდოლოგია
Chlamydia trachomatis / Neisseria Gonorrhoeae -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.
მასალის ტიპი
- შარდი
- უროგენიტალური ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
3 დღის
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
კვლევის კატეგორია
მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა