კვლევის შესახებ
E. coli O157 (ენტეროჰემორაგიული Escherichia coli, EHEC) არის სპეციფიკური შტამი, რომელიც გამოიყოფა Shiga ტოქსინების (VT1 და VT2 – ვეროტოქსინები) გამომუშავებით. E. coli ბაქტერიული დიარეის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია.
კვლევა ერთდროულად განსაზღვრავს სამ ანტიგენს განავლის ნიმუშში:
• E. coli O157 ანტიგენი;
• VT1 (ვეროტოქსინი 1 / Shiga ტოქსინი 1) - ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას;
• VT2 (ვეროტოქსინი 2 / Shiga ტოქსინი 2) - განსაკუთრებით საშიშია და ასოცირდება ჰემოლიზური-ურემიული სინდრომის განვითარებასთან.
ინფიცირება ხდება E. coli-ით დაბინძურებული არასაკმარისად მომზადებული ხორცის, რძის, სასმელი წყლის ან ბოსტნეულის გზით. ინკუბაციის პერიოდი 2–8 დღეა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
• მწვავე სისხლიანი დიარეა ან ჰემორაგიული კოლიტი;
• მძიმე მუცლის კრამპები ცხელების გარეშე ან მცირე ცხელებით;
• ჰემოლიზური-ურემიული სინდრომის ეჭვი (განსაკუთრებით ბავშვებში);
• სისხლანარევი განავალი, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულ პირებში;
• მასობრივი კვებითი ინტოქსიკაციის ეჭვი.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - E. coli O157 ანტიგენი და VT1/VT2 ტოქსინები ნიმუშში არ გამოვლინდა, რაც მიუთითებს ენტეროჰემორაგიული E. coli ინფექციის არარსებობაზე კვლევის ჩატარების მომენტში.
დადებითი შედეგი - ნიმუშში გამოვლინდა E. coli O157 ანტიგენი და/ან VT1/VT2 ტოქსინები. ეს შედეგი მიუთითებს ენტეროჰემორაგიული E. coli ინფექციაზე, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ყურადღებას, ვინაიდან არსებობს ჰემოლიზური-ურემიული სინდრომის განვითარების საფრთხე.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• განავლის ნიმუში აიღეთ სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 7 დღის განმავლობაში;
• ნიმუში მოათავსეთ სტერილურ ერთჯერად კონტეინერში;
• ნიმუში ლაბორატორიაში მიიტანეთ რაც შეიძლება სწრაფად, ოთახის ტემპერატურაზე.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი