კვლევის შესახებ
HLA-Typing Class I და II - ეს არის ლაბორატორიული ტესტი, რომლის მიზანია ადამიანის MHC (Major Histocompatibility Complex) ანტიგენების, ანუ HLA კლას I და II ალელების განსაზღვრა. HLA ლოკუსი მთავარი ჰისტოშეთავსებადობის კომპლექსის (MHC) ცილების მაკოდირებელი გენეტიკური თანმიმდევრობის ნაწილს წარმოადგენს. ანტიგენის სტრუქტურაზე და მათ ფუნქციაზე დაყრდნობით არჩევენ ორი კლასის HLA ანტიგენებს, რომელთაც შესაბამისად ეწოდება HLA კლასი I (A,B,C) და HLA კლასი II (DRB, DQ, DP) .ტესტი მნიშვნელოვანია ორგანოს გადანერგვისთვის დონორის პაციენტთტან თავსებადობის შესამოწმებლად და ასევე დაავადებები, დაკავშირებული კონკრეტულ HLA ტიპებთან.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი ჩივილების დროს:
- ორგანოს ტრანსპლანტაცია;
- ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია;
- აუტოიმუნური დაავადებები.
ინტერპრეტაცია
მიღებული შედეგი მიუთითებს:
HLA-Typing პირდაპირ არ ავლენს დაავადებას, ის განსაზღვრავს გენეტიკურ პროფილს.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- HLA-antibodies, ანტისხეულები ლეიკოციტების HLA სისტემების ანტიგენების მიმართ
- ლეიკოციტების I და II კლასის HLA სისტემების ანტიგენების მიმართ ანტისხეულების განსაზღვრა (Class I,II)
- T და B უჯრედების იმუნური ტოლერანტობის განსაზღვრა გამდინარე ციტომეტრიული მეთოდით (crossmatch)
- ABO სისტემის და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
- სისხლი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო