25-OH, D ვიტამინი, სისხლში

25-OH, D ვიტამინი, სისხლში

ფასი: 70 ₾

კვლევის შესახებ

D ვიტამინი ორგანიზმში ორი ძირითადი ფორმით არსებობს: ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). კანი მზის ულტრაიისფერი (UVB) სხივების ზემოქმედებისას ბუნებრივად გამოიმუშავებს D ვიტამინს. ასევე, მისი კარგი წყაროა: ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი), კვერცხის გული, საქონლის ხორცი, რძე და სხვა საკვები. საკვებით მიღებული ან კანში სინთეზირებილი ვიტამინი D არ არის ბიოლოგიურად აქტიური. აქტივაციისთვის საჭიროა ფერმენტული გარდაქმნა (ჰიდროქსილირება), რომელიც მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმლებში. D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომლის ძირითადი მოცირკულირე ფორმაა 25-ჰიდროქსივიტამინი D (25(OH)D. D ვიტამინი ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფატის შეწოვას, ამცირებს მათ თირკმელში ექსკრეციას და ახდენს ოსტეობლასტების ფუნქციის რეგულირებას, რაც მნიშვნელოვანია ძვლის ნორმალური განვითარებისთვის და სტრუქტურის შენარჩუნებისთვის. D ვიტამინი ასევე მნიშვნელოოვანია იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისითვის.

D ვიტამინის დეფიციტი ხშირია განსაკუთრებით მოზარდებში, ქალებსა და მოხუცებში. მის დეფიციტის მიზეზებია: მზის არასაკმარისი ზემოქმედება, ნაწლავებში D ვიტამინის შეწოვის შემცირება, საკვებით არასაკმარისი D ვიტამინის მიღება, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა (მაგ. ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის დაავადებები და სხვა).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

D ვიტამინის კვლევა რეკომენდირებულია D ვიტამინის დეფიციტზე ეჭვის დროს, რომელსაც შესაძლოა ახასიათებდეს:

• დაღლილობა და სისუსტე

• ძვლებისა და კუნთების ტკივილი

• განწყობის ცვლილება ან დეპრესია

• თმის ცვენა

• ძვლის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზის რისკის გაზრდა)

• კბილის პრობლემები (კარიესი, ღრძილების ანთება)

• ბავშვებში - რაქიტი

• მოზრდილებში - ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება)

• მკურნალობის მონიტორინგი

• პროფილაქტიკურად

ინტერპრეტაცია

D ვიტამინის დონე იზრდება:

• ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედება

• საკვები დანამატები (D ვიტამინის მიღება)


D ვიტამინის მაჩვენებელი მცირდება:

• არასწორი კვება

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები -მალაბსორბცია, გასტრიტი, ცელიაკია და სხვა.

• მზის არასაკმარისი ზემოქმედება

• თირკმლის დაავადებები

• რაქიტი

• ალკოჰოლის ჭარბი მიღება

• მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს ვიტამინების შეწოვას

• სტრესი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და ორსულობა


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• კალციუმის განსაზღვრა სისხლში - Ca

• ფოსფორის განსაზღვრა სისხლში - P

• მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში - Mg

• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში - TSH

• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში - Creatinine

• შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში - Uric Acid


როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• გამოკვლევის ჩატარება რეკომენდირებულია უზმოდ, 12 სთ-ის განმავლობაში არ უნდა მიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი).

• არ უნდა მიიღოთ მულტივიტამინები.

• არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო.

ტესტის მეთოდოლოგია

"Alinity i (Abbott, USA)- chemiluminescent microparticle immunoassay (CMIA) - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი"

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი


გამოყენებული წყაროები:

• medscape.com

• uptodate.com

• clevelandclinic.org

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია