17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა სისხლში (17-OH Progesterone)

17-ჰიდროქსიპროგესტერონის განსაზღვრა სისხლში (17-OH Progesterone)

ფასი: 40 ₾

კვლევის შესახებ

17-ჰიდროქსიპროგესტერონი (17-OH Progesterone, 17-OHP) არის ჰორმონი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები და სასქესო ჯირკვლები (საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები) სინთეზირებენ.

17-OHP არის სტეროიდული ჰორმონების ბიოსინთეზის ერთ-ერთი შუალედური პროდუქტი. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორტიზოლისა და სხვა სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაში.

17-OHP-ის სისხლის ანალიზი ძირითადად გამოიყენება თანდაყოლილი თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიის (CAH) ყველაზე გავრცელებული ფორმის - 21-ჰიდროქსილაზას დეფიციტის - გამოსავლენად და მონიტორინგისთვის. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფერმენტის დეფიციტი არღვევს ჰორმონების ნორმალურ სინთეზს.

CAH შესაძლოა იყოს როგორც კლასიკური (გამოხატული, ადრეულ ასაკში გამოვლენადი), ისე არაკლასიკური (გვიანი დაწყების) ფორმა, რომელიც უფრო მსუბუქია და სიმპტომები შესაძლოა ბავშვობიდან ადრეულ ზრდასრულობამდე ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზიის (CAH) ეჭვი ან დადგენილი დიაგნოზის მონიტორინგი;

• ახალშობილთა სკრინინგის ნაწილი (ბევრ ქვეყანაში 17-OHP შედის ახალშობილთა სავალდებულო სკრინინგში);

• ბავშვებში ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები;

• გოგონებში ან ქალებში - სხეულსა და სახეზე თმის ჭარბი ზრდა, ხმის გამსხვილება, მენსტრუალური ციკლის დარღვევები;

• გარეგანი სასქესო ორგანოების განვითარების ცვალებადობა ახალშობილებში;

• უშვილობის შეფასება ზრდასრულებში;

• პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიფერენციული დიაგნოსტიკა.

ინტერპრეტაცია

17-OHP-ის მატება ძირითადად მიუთითებს თანდაყოლილ ადრენალურ ჰიპერპლაზიაზე (CAH), განსაკუთრებით 21-ჰიდროქსილაზას დეფიციტზე. მაჩვენებლის მკვეთრი მატება ჩვეულებრივ კლასიკურ ფორმას შეესაბამება, ხოლო ზომიერი მატება - არაკლასიკურ (გვიანი გამოვლენის) ფორმას.

17-OHP-ის ზომიერად მომატებული მაჩვენებლის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებითი კვლევა - ACTH-ის სტიმულაციური ტესტი - დიაგნოზის დასაზუსტებლად.

17-OHP-ის მატება შესაძლოა აღინიშნებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის ან საკვერცხის ზოგიერთი ნეოპლაზიის ფონზეც.

17-OHP-ის დონე ნორმის ფარგლებში ჩვეულებრივ მიუთითებს CAH-ის დაბალ ალბათობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ 17-OHP-ის დონეზე გავლენას ახდენს ასაკი, სქესი, დღის დრო (ჰორმონის დონე დილით უფრო მაღალია), ხოლო ახალშობილებში - დღენაკლულობა და მძიმე ზოგადი მდგომარეობა. ამიტომ შედეგი ყოველთვის ფასდება ამ ფაქტორებისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება ჩვეულებრივ საჭირო არ არის.

ტესტის მეთოდოლოგია

Maglumi X3 (Snibe Co.,) - Chemiluminescence Immunoassay (CLIA) System - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - 17-Hydroxyprogesterone

medlineplus.gov - 17-OH progesterone

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

Phone