რეზიდენტურა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ფარგლებში ვახორციელებთ, ახალგაზრდა თაობისა და პროფესიონალი კადრების ზრდაა, რისთვისაც დავნერგეთ რეზიდენტურის პროგრამა როგორც ლაბორატორიულ მედიცინაში, ისე კლინიკურ პათოლოგიაში

  • ლაბორატორიული მედიცინა
  • პათოლოგიური ანატომია - კლინიკური

რეზიდენტურა

Residency Work

პათოლოგიური ანატომია - კლინიკური

ხანგრძლივობა:33 თვე
აკრედიტირებული დაწესებულება:მეგალაბი
პროგრამის ხელმძღვანელი:ალექსი ბაიდოშვილი
სწავლების ადგილი:თბილისი
კლინიკური ბაზები:თბილისი, მეგალაბი, თბილისი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
სწავლის ღირებულება:თვეში 500 ლარი
უპირატესობები

·        გაიაროთ გარკვეული მოდულები ევროპაში რეზიდენტურის განმავლობაში

·        იმუშაოთ მეგალაბში სწავლის პერიოდში 

·        დასაქმდეთ მეგალაბსა და ევექსის ქსელში სწავლების დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ 

თუ გსურთ ჩააბაროთ მეგალაბის რეზიდენტურაში, გამოგვიგზავნეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

· უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი

· პირადობის მოწმობის ასლი

· რეზიუმე (CV), რომელშიც მითითებული იქნება ‒ ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება

· ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ‒ გამსვლელი მინ. 151 ქულით

გაითვალისწინეთ: 1. ვისაც არ ექნება ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი, დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება; 2. სავალდებულოა ყველა დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ დასკანერებული; 3. თქვენი რეზიუმე (CV) უნდა იყოს Word-ის ან PDF-ის ფორმატში; 4. თქვენ მიერ მიმაგრებული ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტი ვერ აიტვირთება

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ მხოლოდ გასაუბრება. გადაწყვეტილება პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით

ლაბორატორიული მედიცინა

ხანგრძლივობა:22 თვე
აკრედიტირებული დაწესებულება:მეგალაბი
პროგრამის ხელმძღვანელი:ნინო ღულათავა
სწავლების ადგილი:თბილისი
კლინიკური ბაზები:თბილისი, მეგალაბი
სწავლის ღირებულება:თვეში 300 ლარი
უპირატესობები

რეზიდენტებს ასევე გექნებათ შესაძლებლობა:

· იმუშაოთ უმცროსი ექიმის პოზიციაზე სწავლების პროცესში

· დასაქმდეთ მეგალაბისა და ევექსის ქსელში სწავლების დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ

· მიიღოთ დაფინანსება საზღვარგარეთ წამყვან ჰოსპიტლებში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად

გაითვალისწინეთ, 1 მონაწილის განაცხადი მიიღება მხოლოდ 1 პროგრამაზე, თუმცა შეგიძლიათ კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე მომიჯნავე სპეციალობაც