მეგალაბი, საქართველოს რეგიონში პირველი სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც 2022 წლის 24 ივლისს JCI სტანდარტად აკრედიტებული იქნა
მეგალაბში ყოველდღიურად 5,000-ზე მეტ პაციენტს ვემსახურებით და ეს რიცხვი წლიურად 2,000,000-ს აღწევს. ჩვენი კვლევის მოცულობა ყოველდღიურად მინიმუმ 17,000-ია და წლიურად 6,000,000, და ეს ყველაფერი 150 მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა მხარდაჭერილი. გარდა ამისა, 800-ზე მეტი კვლევის სპეციალობა გვაქვს და 200-ზე მეტ პარტნიორთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოს წამყვან კლინიკოსებთან და კომპანიებთან.
გარდა საბაზისო ლაბორატორიული ტესტებისა, ვატარებთ კვლევებს ონკოლოგიური და მოლეკულური მიმართულებით, რაშიც მაღალი სიმძლავრის ავტომატიზებული სისტემები გვეხმარება. თან, ამ კვლევების უმრავლესობა საქართველოში ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა - ნიმუშები იგზავნებოდა საზღვარგარეთ და ბოლოს, როგორც ლაბორატორიული ჰიპერმარკეტი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ვზრუნავთ კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრენინგების დახმარებით. ამასთან, ხელს ვუწყობთ პროფესიონალი კადრების ზრდას, რისთვისაც დავნერგეთ რეზიდენტურის პროგრამა როგორც ლაბორატორიულ მედიცინაში, ისე კლინიკურ პათოლოგიაში

მისია
მეგალაბი- ყველაზე მასშტაბური დიაგნოსტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინოვაციური ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია საუკეთესო შედეგებზე და მუდმივად ზრუნავს პაციენტის კმაყოფილებაზე. როგორც ქვეყნის ლიდერი ლაბორატორია, ვქმნით შესაძლებლობებს, ვითვალისწინებთ სურვილებს, საჭიროებებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოებას
ჩვენი მისიაა დავნერგოთ სიახლე, ვითანამშრომლოთ მეტ უცხოელ პარტნიორთან, მათი დახმარებით გავიაროთ განვითარების ეტაპები და უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის, მსოფლიო სტანდარტების თანამედროვე სამედიცინო მომსახურება. ასევე გვსურს ხელი შევუწყოთ პაციენტებს, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმისათვის რომ დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას
ხედვა
ჩვენი მიზანია, ამიერკავკასიის მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდოს მეგალაბის ცნობადობა და შევინარჩუნოთ პაციენტების ნდობა, ასევე, დავნერგოთ ის იშვიათი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა
გვსურს გავფართოვდეთ და თანამედროვე მეთოდების, მაღალტექნოლოგიური აპარატურის, კვალიფიციური პერსონალისა და მათი კომპეტენციის მეშვეობით უკონკურენტო ლაბორატორიული ჰაბი შევქმნათ, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებების დროულ პრევენციას და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის


ღირებულებები
ჩვენი ღირებულებები დაფუძნებულია კმაყოფილ პაციენტზე, საუკეთესო სერვისზე, გუნდურობაზე, ოპერატიულობაზე, ლოიალურ თანამშრომლებსა და მუდმივ განვითარებაზე
ძირითადი მიზანი პაციენტების კეთილდღეობაა, რასაც პროფესიონალიზმით, ინოვაციური ტექნოლოგიებით, თანაბარი, სამართლიანი მიდგომებით და მიკერძოების გარეშე ვაღწევთ. ჩვენი სერვისები მორგებულია ყველა ასაკის ადამიანზე და ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის
გალერეა


















