რეზიდენტურა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ფარგლებში ვახორციელებთ, ახალგაზრდა თაობისა და პროფესიონალი კადრების ზრდაა, რისთვისაც დავნერგეთ რეზიდენტურის პროგრამა როგორც ლაბორატორიულ მედიცინაში, ისე კლინიკურ პათოლოგიაში


  • ლაბორატორიული მედიცინა
  • პათოლოგიური ანატომია - კლინიკური

რეზიდენტურა

Residency Work

ლაბორატორიული მედიცინა

ხანგრძლივობა:22 თვე
აკრედიტირებული დაწესებულება:მეგალაბი
პროგრამის ხელმძღვანელი:ნინო ღულათავა
სწავლების ადგილი:თბილისი
კლინიკური ბაზები:თბილისი, მეგალაბი
სწავლის ღირებულება:თვეში 300 ლარი
უპირატესობები

რეზიდენტებს ასევე გექნებათ შესაძლებლობა:

· იმუშაოთ უმცროსი ექიმის პოზიციაზე სწავლების პროცესში

· დასაქმდეთ მეგალაბისა და ევექსის ქსელში სწავლების დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ

· მიიღოთ დაფინანსება საზღვარგარეთ წამყვან ჰოსპიტლებში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად

გაითვალისწინეთ, 1 მონაწილის განაცხადი მიიღება მხოლოდ 1 პროგრამაზე, თუმცა შეგიძლიათ კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე მომიჯნავე სპეციალობაც


თუ გსურთ ჩააბაროთ მეგალაბის რეზიდენტურაში, გამოგვიგზავნეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

· უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი

· პირადობის მოწმობის ასლი

· რეზიუმე (CV), რომელშიც მითითებული იქნება ‒ ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება

· ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ‒ გამსვლელი მინ. 151 ქულით


გაითვალისწინეთ: 1. ვისაც არ ექნება ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი, დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება; 2. სავალდებულოა ყველა დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ დასკანერებული; 3. თქვენი რეზიუმე (CV) უნდა იყოს Word-ის ან PDF-ის ფორმატში; 4. თქვენ მიერ მიმაგრებული ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტი ვერ აიტვირთება

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 1 ივლისის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ მხოლოდ გასაუბრება. გადაწყვეტილება პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით

Phone