ჩვენი გუნდი
ნინო ღულათავა
სამედიცინო დირექტორინინო ღულათავა მეგალაბის გუნდს 2021 წელს შემოუერთდა სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე. ასევე გახლავთ CT-MED-GLOBAL-ის დირექტორი, კონსულტანტი ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, ლექტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და LuxMed LTD-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამასთანავე, მას გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრენინგი. ნინოს სამუშაო გამოცდილება 28 წელს ითვლის და უკავშირდება ისეთ დაწესებულებებს, როგორებიცაა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ციტო, ოთარ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრი, მედიქალ ჰაუსი და ნიუ ჰოსპიტალსი. მას დასრულებული აქვს ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიის მიმართულებით, კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით და დოქტორანტურა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში
ელენე მაჭავარიანი
ხარისხის მართვის დირექტორიელენე მაჭავარიანი მეგალაბის გუნდს 2018 წელს შემოუერთდა და იკავებს ხარისხის მართვის დირექტორის პოზიციას. მას აქვს 15 წლიანი გამოცდილება ხარისხის მართვის მიმართულებით ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: სამედიცინო კორპორაცია ევექსი, ნიუ ჰოსპიტალი, გლობალმედი და ჩემი ოჯახის კლინიკა. ელენეს დასრულებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი და მოპოვებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტში, საქართველოს უნივერსიტეტში. ასევე, ელენე გახლავთ მწვანე ქამრის მფლობელი Lean Six Sigma მენეჯმენტში.
ალექსი ბაიდოშვილი
პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელიალექსი ბაიდოშვილი მეგალაბში პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას 2018 წლიდან იკავებს. მას აქვს 25-წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 14 წელი ცხოვრობდა ნიდერლანდებში და მუშაობდა VUMC-ში, LabPon-სა (Laboratorium Pathologie Oost-Nederland) და The University of Twente-ში, გარდა ამისა, იყო ევექსის გუნდის წევრი და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. ალექსი გახლავთ ასოციაცია GIMPHA-სა (Georgian International Medical and Public Health Association) და GAPC-ს (Georgian Association of Pathologist and Cytologist) პრეზიდენტი, ასევე, Duch Society of Parthology-ს, The Pathological Society of Great Britain and Ireland-სა და GAMPHA-ს (Georgian American Medical and Public Health Association) წევრი, 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი და 50-მდე კონფერენციის მომხსენებელი. ალექსს დასრულებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის Vrije Universiteit-ი
სოფიო ჩიკვაიძე
ჰემატოლოგიის, ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის განყოფილების უფროსისოფიო მეგალაბში 2024 წლიდან იკავებს ჰემატოლოგიის, ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის განყოფილების უფროსის პოზიციას. მას აქვს 35-წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა − სამეცნიერო საწარმო გაერთიანება ბაქტერიოფაგი, კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქიმიის ლაბორატორია, მედიქლაბ ჯორჯია, საჩხერის სამედიცინო ცენტრი, ბიო-მედი ბაქოში, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ხოლო მეგალაბში გადმოსვლამდე სოფიო მუშაობდა ჰელსიკორში, კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სოფიოს დასრულებული აქვს თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი − ბიოქიმიის ფაკულტეტი, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი
მირანდა გუდაძე
პათოლოგიის დეპარტამენტის უფროსიმირანდა გუდაძე მეგალაბის გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მირანდა გახლავთ მედიცინის დოქტორი, 18 სამედიცინო პუბლიკაციის ავტორი, ევროპის პათოლოგთა საზოგადოების წევრი და პათოლოგთა საერთაშორისო აკადემიის საქართველოს დივიზიიის ვიცე-პრეზიდენტი. მეგალაბში გადმოსვლამდე იგი გახლდათ პათჯეო-პათოლოგანატომთა გაერთიანების თანადამფუძნებელი და დირექტორი. მისი 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორებიცაა: კლინიკა მედულა, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ეროვნული სკრინინგცენტრი. მას დასრულებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიური ფაკულტეტი, რეზიდენტურა პათოლოგიური ანატომია ‒ კლინიკური პათოლოგიის სპეციალობით და დოქტორანტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
ქეთევან კანკავა
მოლეკულური პათოლოგიისა და იმუნოჰისტოქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი / პათოლოგანატომიქეთევან კანკავა მეგალაბის გუნდს 2018 წელს შემოუერთდა და ამჟამად იკავებს პათოლოგანატომის, მოლეკულური პათოლოგიისა და იმუნოჰისტოქიმიის განყოფილებების ხელმძღვანელის პოზიციას. ქეთევანი არის ასოცირებული პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის და პოლიტიკის ექსპერტი, ასევე გახლავთ კოსოვოს აკრედიტაციის სააგენტოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორი, ორმოცამდე პუბლიკაციისა და ორი წიგნის ავტორი ამასთანავე, ქეთევანი არის პათოლოგიის ასოციაციის, ევროპის პათოლოგთა საზოგადოების, სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების, ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების, პათოლოგთა საერთაშორისო აკადემიის ქართული დივიზიის, საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის წევრი, ასევე, მოპოვებული აქვს მრავალი სახელმწიფო და საერთაშორისო გრანტი
ნინო მაჭარაშვილი
მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელინინო მაჭარაშვილი მეგალაბის გუნდს 2024 წლიდან შემოუერთდა მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე. ნინოს აქვს 41-წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებსა და პროექტებში, როგორებიცაა − ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტი, მორფოლოგიის ინსტიტუტი, გენეტიკური ეკოლოგიის ცენტრი, ვირუსოლოგიის ლაბორატორია, საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის დაცვის ინფორმაციის და ინფექციური დაავადებების კვლევის რეფორმის პროგრამა USAID / PHR+ / CIF, საქართველოს რეგიონალური რეფერალური ლაბორატორიებისა და პირველადი ჯანდაცვის ლაბორატორიული ქსელის განვითარების გეგმა − PCU/World Bank / საერთაშორისო ფონდი კურაციო. ბოლო წლებში ნინო იკავებდა ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში. გარდა ადგილობრივი გამოცდილებისა, მას აქვს საზღვარგარეთ მუშაობის პრაქტიკაც − იყო ლაბორატორიის კონსულტანტი ტაჯიკეტში, ჯგუფის ხელმძღვანელი − ბოსნია და ჰერცოგოვინის ლაბორატორიული ქსელის შეფასების პროექტში, ექსპერტი ISO ნორმების დანერგვის ფარგლებში თურქმენეთში, IQLS ექსპერტი სომხეთის ლაბორატორიული სისტემის ქსელის გაძლიერების პროექტში და სხვა. ნინოს დასრულებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი მიკრობიოლოგიის სპეციალობით (ლაბორატორიული ტექნოლოგიები და სამეცნიერო კვლევა MS, PhD) და დევიდ აქსელროდის ინსტიტუტი ასევე მიკრობიოლოგიის მიმართულებით (ოლბანი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ ფოგარტის სტიპენდიანტი, მიკრობიოლოგი, პოსტდოქტორის კურსი)
ანა მაღრაძე
მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსიანა მაღრაძე მეგალაბის გუნდს 2022 წელს შემოუერთდა მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. მისი 11-წლიანი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება ისეთ ლაბორატორიებს, როგორებიცაა - ბელარუსის ნაციონალური ონკოლოგიის ცენტრი (მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი (მოლეკულური ლაბორატორია), ნიუ ჰოსპიტალსი (მოლეკულური ლაბორატორია) და სხვა. ანა გახლავთ ბელორუსიის ნაციონალური ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრის ორდინატი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჯანდაცვისა და სამართლის მენეჯმენტის კურსდამთავრებული და ასევე, მას დასრულებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.
თამარ ღუჭაშვილი
ჰემატოლოგიის სამსახურის უფროსი, პათოლოგანატომითამარი მეგალაბის გუნდს 2018 წლიდან პათოლოგიის დეპარტამენტში ჰემატოპათოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელად შემოუერთდა. თამარი გახლავთ საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის, ევროპის პათოლოგთა ასოციაციის, ჰემატოპათოლოგთა ევროპული და მსოფლიო საზოგადოების წევრი დიაგნოსტიკური მიმართულებით. 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების გარდა, კითხულობს ლექციებს მოწვეულ ლექტორად პათოლოგიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თამარს განათლება მიღებული აქვს ნიდერლანდების პათოლოგიის ლაბორატორიებში ‒ Labpon- ში, Medlon-ში და, ასევე, St. Antonius-ის სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური ქიმიისა და პათოლოგიის დეპარტამენტში. ამასთანავე, მას დასრულებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურა პათოლოგიური ანატომიისა და კლინიკური პათოლოგიის მიმართულებით