მინერალების განსაზღვრა
თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn); კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca); ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P); რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron); მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg); ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Electrolyte Panel)
კვლევის შესახებ
მინერალების განსაზღვრა (Minerals Panel) არის ლაბორატორიული კვლევების ნაკრები, რომელიც აფასებს ორგანიზმისთვის აუცილებელი ძირითადი მინერალებისა და მიკროელემენტების დონეს სისხლში. მინერალები მონაწილეობს თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში: ნერვული იმპულსის გადაცემაში, კუნთებისა და გულის შეკუმშვაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნური სისტემის მუშაობასა და წყალ-მარილოვანი ბალანსის შენარჩუნებაში.
მინერალების დეფიციტი ან სიჭარბე ხშირად არასპეციფიკური ჩივილებით ვლინდება - დაღლილობა, კუნთების კრუნჩხვა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, გულის რიტმის დარღვევა - და მისი მიზეზის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევითაა შესაძლებელი.
ნაკრებში შემავალი კვლევები:
• ელექტროლიტების კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻);
• რკინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Iron);
• კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca);
• მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში (Mg);
• ფოსფორის განსაზღვრა სისხლში (P);
• თუთიის განსაზღვრა სისხლში (Zn).
მინერალური დანამატების მიღება სასურველია მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული დეფიციტის შემთხვევაში და ექიმის რეკომენდაციით, რადგან მათი სიჭარბეც საზიანოა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება;
• კუნთების კრუნჩხვა, კანკალი, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში;
• გულის რიტმის დარღვევა, გულის ფრიალი;
• თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, ჭრილობების ნელი შეხორცება;
• ხშირი ინფექციები, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება;
• ხანგრძლივი ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა, გაუწყლოება;
• შეზღუდული კვება, ვეგეტარიანული ან ვეგანური დიეტა, სწრაფი წონის კლება;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ნაწლავში შეწოვის დარღვევა (ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ);
• თირკმლის, ღვიძლის, ფარისებრახლო ჯირკვლების ქრონიკული დაავადებები;
• ოსტეოპოროზი ან ძვლების ხშირი მოტეხილობა;
• შარდმდენების, კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი ან სხვა პრეპარატების ხანგრძლივი მიღება;
• მინერალური დანამატებით მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგი.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
• კვლევა ტარდება დილით, უზმოზე - ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები (სუფთა წყლის დალევა დასაშვებია);
• რკინის დონე დღის განმავლობაში მერყეობს, ამიტომ სისხლის აღება სასურველია დილის საათებში;
• მინერალური და ვიტამინური დანამატების (რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, მულტივიტამინები) მიღება გავლენას ახდენს შედეგზე - კვლევამდე მათი დროებით შეწყვეტის საკითხი შეათანხმეთ ექიმთან;
• კვლევამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან;
• აცნობეთ ექიმს მიმდინარე მედიკამენტოზური თერაპიის შესახებ.
ინტერპრეტაცია
ელექტროლიტები (Na⁺, K⁺, Ca²⁺, Cl⁻):
• ცვლილება (მომატება ან კლება) შესაძლოა მიუთითებდეს გაუწყლოებაზე ან სითხის შეკავებაზე, თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებზე, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევაზე ან მედიკამენტების (განსაკუთრებით შარდმდენების) ზემოქმედებაზე;
• კალიუმის გამოხატული ცვლილება საშიშია გულის რიტმის დარღვევის განვითარების თვალსაზრისით.
რკინა:
• კლება - რკინის დეფიციტი (არასაკმარისი მიღება, ქრონიკული სისხლდენა, შეწოვის დარღვევა), ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
• მომატება - ჰემოქრომატოზი, რკინის პრეპარატების ჭარბი მიღება, ღვიძლის დაავადებები, ხშირი სისხლის გადასხმა.
საერთო კალციუმი:
• მომატება - ფარისებრახლო ჯირკვლების ჰიპერფუნქცია, D ვიტამინის სიჭარბე, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება;
• კლება - D ვიტამინის დეფიციტი, ფარისებრახლო ჯირკვლების ჰიპოფუნქცია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ალბუმინის დაბალი დონე.
მაგნიუმი:
• კლება - არასაკმარისი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ხანგრძლივი დიარეა, შარდმდენებისა და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება;
• მომატება - თირკმლის უკმარისობა, მაგნიუმის შემცველი პრეპარატების ჭარბი მიღება.
ფოსფორი:
• მომატება - თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ფარისებრახლო ჯირკვლების ჰიპოფუნქცია;
• კლება - D ვიტამინის დეფიციტი, ფარისებრახლო ჯირკვლების ჰიპერფუნქცია, კვების დეფიციტი.
თუთია:
• კლება - არასაკმარისი მიღება საკვებით, შეწოვის დარღვევა, ქრონიკული დიარეა, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
• მომატება - იშვიათია და, ძირითადად, დანამატების ჭარბ მიღებას უკავშირდება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
• ტრანსფერინის განსაზღვრა სისხლში (Transferrin);
• რკინის შეკავშირების საერთო უნარის განსაზღვრა სისხლში (TIBC);
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);
• პარათირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (PTH);
• ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB);
• ალბუმინ-კორეგირებული კალციუმის განსაზღვრა სისხლში (Ca/Al);
• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine);
• ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა სისხლში (ALP);