კვლევის შესახებ
ციტომეგალოვირუსი დნმ-ის შემცველი ვირუსია და მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ჯგუფს. მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით ორსულობისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ციტომეგალოვირუსის განვითარების მთავარ მიზეზებს წარმოადგენს: იმუნოდეფიციტური მდომარეობა, აივ-ინფექციები, ორგანოების გადანერგვა, ლეიკემია, პრენატალური და პოსტნატალური მდგომარეობა ჩვილებში. ციტომეგალოვირუსით ინფიცირებას, შესაძლოა მოჰყვეს მძიმე გართულებები. ორსულებში განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება .
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი სიმპტომებისას:
- სუბფებრილური ტემპერატურისას;
- დაღლილობასა და სისუსტის დროს;
- კუნთების და სახსრების ტკივილის დროს;
- ყელის ტკივილის დროს;
- პნევმონიის დროს;
- ჰეპატიტის დროს;
- ენცეფალიტის დროს;
- კოლიტის დროს;
- რეტინიტი ს დროს; • ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);
- უნაყოფობის მიზეზის დადგენისას.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი - ვირუსული ინფექცია
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
- EBV IgM, ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში;
- EBV IgG, ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში;
- EBV, ებშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი;
- EBV EBNA, Ig G კლასის ანტისხეულების განსაზღვრა;
- HSV Type I/II დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი;
- CMV, ციტომეგალოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში, რაოდენობრივი ანალიზი.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
ციტომეგალოვირუსის CMV, დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტური გამოვლენით.
მასალის ტიპი
- პერიფერიული სისხლი
- შრატი
კვლევის შესრულების დრო
3 დღის
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
- ანა მაღრაძე MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება
- ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
- ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი
კვლევის კატეგორია
მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა