განავლის სრული ავტომატიზირებული მიკროსკოპული გამოკვლევა (საერთო, ჰელმინთები და უმარტივესები )

განავლის სრული ავტომატიზირებული მიკროსკოპული გამოკვლევა (საერთო, ჰელმინთები და უმარტივესები )

ფასი: 65 ₾

კვლევის შესახებ

აღნიშნული გამოკვლევა აერთიანებს ორ კვლევას - განავლის საერთო ანალიზსა და განავლის ანალიზს ნაწლავურ პარაზიტებზე.

განავლის საერთო ანალიზი ტარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და თერაპიის ეფექტურობის მონიტორინგისთვის. პროცესი მოიცავს განავლის ფიზიკურ, ქიმიურ, მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ გამოკვლევას. მისი ჩატარება საჭიროა საჭმლის მომნელებელ სისტემაში ანთებითი პროცესებისა და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების პროცესების დიაგნოსტიკისთვის.

კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია მუცლის ტკივილის დროს - ეპიგასტრიუმში, მუცლის ზედა ან ქვედა ნაწილში, მარჯვენა ან მარცხენა ჰიპოქონდრიაში. ტკივილის ბუნებას და ციკლურ ხასიათს არ აქვს მნიშვნელობა - ღვიძლის, კუჭის, ნაწლავების ან პანკრეასის მსუბუქმა დისკომფორტმაც კი უნდა გიბიძგოთ გამოკვლევისკენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად მეორდება.

ასევე, გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია, თუ ფიქსირდება - მკვეთრი სუნი, შეცვლილი ფერი, საეჭვო ჩანართების არსებობა, ალერგიული რეაქციები, მოწამვლის, ტკივილის, ქავილის ან უცხო სხეულის შეგრძნება სწორ ნაწლავში, აუტანლობა გარკვეული საკვების მიმართ და უეცარად წონის დაკარგვა.

ბავშვებში კოპროგრამა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება: კოლიკა, დიარეა, ყაბზობა, სირთულეები ახალი დამატებითი საკვების მიღებისას, ღებინება, გულძმარვა, გულისრევა და სხვა.

ნაწლავის პარაზიტები პატარა მიკროორგანიზმებია,  რომლებსაც შეუძლიათ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხოვრება და გამრავლება. ისინი ყველაზე ხშირად აინფიცირებენ თქვენს ნაწლავებს. მათ შეიძლება გამოიწვიონ დიარეა, გაზები, კუჭის სპაზმები, შებერილობა და სხვა სიმპტომები. როდესაც ადამიანებსა და ცხოველებს აქვთ ნაწლავის პარაზიტები, მათ განავალში გვხვდება კვერცხები და პარაზიტები, ის მარტივად ვრცელდება გარემოში, წყალში, ნიადაგში და სხვადასხვა ზედაპირზე, საიდანაც შესაძლოა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ეფექტურად ებრძვის გამოწვევებს, ნაწლავის ზოგიერთი პარაზიტული ინფექცია შესაძლოა თვითგანკურნებით დასრულდეს, მაგრამ რიგ შემთხვევებში ნაწლავის პარაზიტებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, ხანგრძლივი დიარეა და სხვა სერიოზული გართულებები, რასაც ხელს უწყობს დასუსტებული იმუნური სისტემა. კლვევის მიზანი სწორედ ასეთი პარაზიტების აღმოჩენაა.

კვლევა ტარდება კონცენტრაციის მეთოდით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 40-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ჰელმინთების კვერცხებისა და უმარტივესი ცისტების გამოვლენა. კვლევის კლინიკურ ღირებულებაა პარაზიტული დაავადებების ზუსტი და დროული დიაგნოსტირება, რათა სწორად მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტირება და დროულად დაიწყოს ექიმმა მიზნამიმართული მკურნალობა. 

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

განავლის სრული ავტომატიზირებული მიკროსკოპული გამოკვლევა რეკომენდებულია და ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

• დიარეის დროს;

• ყაბზობისას;

• მოუნელებელი საკვების არსებობისას;

• მუცლის ტკივილისას;

• შებერილობისა და გაზების დროს;

• სისხლიანი და/ან ლორწოვანი განავლის შემთხვევაში;

• უსიამოვნო სუნის მქონე და ცხიმიანი განავლის არსებობისას;

• გულისრევისა და ღებინებისას;

• ცხელებისას;

• წონის კლებისას;

• მკურნალობის შედეგების შეფასებისთვის;

• ზოგადი პროფილაქტიკის მიზნით.

ინტერპრეტაცია

განავლის საერთო ანალიზი აფასებს: განავლის ფერს, სუნს, კონსისტენციას, ლორწოს, სისხლს, მოუნელებელ საკვებს. ასევე აფასებს - ლეიკოციტებს, ერითროციტებს, ცხიმებს, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ჩანართებს.

განავლის საერთო ანალიზის მაჩვენებლები იცვლება შემდეგი დაავადებების დროს:

• კოლიტი, ენტერიტი, დისბაქტერიოზი, გასტრიტი;

• მალაბსორბცია, ცელიაკია;

• სალმონელოზი, შიგელოზი;

• პანკრეასის პათოლოგიები;

• ნაწლავის პოლიპი, ჰემოროიდული დაავადება;

• და სხვა.

განავლის ანალიზს ნაწლავურ პარაზიტებზეის შემთხვევაში დადებითი პასუხი - განავლის ნიმუშში პარაზიტების ან მათი კვერცხების აღმოჩენისას მიმართეთ ექიმს.

გასათვალისწინებელია, რომ უარყოფითი პასუხი შესაძლოა განპირობებული იყოს პრეანალიტიკის წესების დარღვევის გამო.

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• განავლის ბაქტერიოლოგა (სრული სერვისი);

• კალპროტექტინი, განავალში;

• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევა ტარდება სიმპტომების გამოვლენისას და განსაკთრებულ მომზადებას არ საჭიროებს.

მასალის აღება - პროცედურის სწორად ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარაზიტების იდენტიფიცირებისთვის. განავალი თავსდება სპეციალურ კონტეინერში. მნიშვნელოვანია, რომ მასალა აიღოთ ფეკალური მასის რამდენიმე სხვადასხვა უბნიდან. რეკომენდებულია მასალის დროულად მიტანა ლაბორატორიაში. დაყოვნების შემთხვევაში მოათავსეთ ცივ ადგილზე.

მასალის ტიპი

განავალი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

• medscape.com

• uptodate.com

• clevelandclinic.org

• ნინო მაჭარაშვილი MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი

Phone