კვლევის შესახებ
NK ლიმფოციტები (Natural Killer Cells) - ბუნებრივი მკვლელი უჯრედები
ზოგადი დახასიათება:
• წარმოადგენენ თანდაყოლილი (ინატური) იმუნური სისტემის სპეციალიზებულ ლიმფოციტებს;
• ფენოტიპი: CD3-CD16+CD56+;
• NK უჯრედები წინასწარი სენსიტიზაციის გარეშე უშუალოდ ცნობენ და ანადგურებენ ვირუსით ინფიცირებულ, სიმსივნურ და სტრესის ქვეშ მყოფ უჯრედებს (განსხვავებით T-ლიმფოციტებისგან, რომლებსაც სპეციფიკური ანტიგენით ცნობა სჭირდებათ).
მოქმედების მექანიზმები:
• ციტოტოქსიური მოქმედება: ციტოლიზური გრანულების (პერფორინისა და გრანზიმების) გამოყოფა;
• ციტოკინების სეკრეცია: განსაკუთრებით ინტერფერონ-გამა (IFN-γ), რომელიც ააქტიურებს მაკროფაგებსა და T-ლიმფოციტებს.
კლინიკური მნიშვნელობა:
• ანტივირუსული თავდაცვა: განსაკუთრებით ჰერპესვირუსების ოჯახის (HSV, VZV, EBV, CMV) წინააღმდეგ;
• ანტიონკოლოგიური ზედამხედველობა;
• დეფიციტი ან დისფუნქცია ასოცირდება მძიმე, რეციდიულ ჰერპესვირუსულ ინფექციებთან და სიმსივნური დაავადებების მომატებულ რისკთან.
კვლევის მეთოდოლოგია:
• რაოდენობრივი განსაზღვრა ხდება გამდინარე ციტომეტრიული მეთოდით (Flow Cytometry);
• გამოიყენება სპეციფიკური მონოკლონური ანტისხეულები (anti-CD3, anti-CD16, anti-CD56, anti-CD45);
• შედეგი იცემა აბსოლუტური რიცხვებით (უჯრედი/მკლ-ში) და ლიმფოციტების საერთო რაოდენობის პროცენტული წილით.
კლინიკური გამოყენება:
• პირველადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების (განსაკუთრებით NK-უჯრედული დეფიციტის) დიაგნოსტიკა;
• რეციდიული ჰერპესვირუსული ინფექციების კვლევა;
• NK-უჯრედული ლიმფოპროლიფერაციული პროცესების შეფასება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• NK-უჯრედული დეფიციტის (NKD) ეჭვი - კლასიკური NKD (NK უჯრედები <1% ლიმფოციტებიდან) ან ფუნქციური NKD;
• რეციდიული, მძიმე ან ატიპიური ჰერპესვირუსული ინფექციები (განსაკუთრებით - HSV, VZV, EBV, CMV);
• პირველადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების კომპლექსური შეფასება;
• აივ-ინფიცირებული პაციენტების მონიტორინგი - NK-უჯრედული ფუნქციის შესაფასებლად;
• NK-უჯრედული ლეიკემიების და ლიმფომების (აგრესიული NK-უჯრედული ლეიკემია, ექსტრანოდალური NK/T-უჯრედული ლიმფომა, ცხვირის ტიპი) დიფერენციალური დიაგნოსტიკა;
• ქრონიკული NK-უჯრედული ლიმფოციტოზის შეფასება;
• ორგანოთა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი იმუნური სტატუსის მონიტორინგი (NK უჯრედები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე ადრე აღდგენილ ლიმფოციტურ ხაზს);
• აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი) დროს იმუნური ცვლილებების შესაფასებლად;
• რეციდიული სპონტანური აბორტების და უშვილობის გამოკვლევა (NK უჯრედების მომატებული მაჩვენებელი ენდომეტრიუმში შესაძლოა ასოცირდებოდეს რეპროდუქციულ წარუმატებლობასთან);
• ონკოლოგიური მკურნალობის ფონზე იმუნური სტატუსის შესაფასებლად.
ინტერპრეტაცია
NK-უჯრედების კლება (NK-უჯრედული ლიმფოპენია) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• NK-უჯრედული დეფიციტი (NKD) - კლასიკური ფორმა (NK უჯრედები <1% ლიმფოციტებიდან) ხშირად ასოცირდება მძიმე, რეციდიულ ჰერპესვირუსულ ინფექციებთან;
• პირველადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები (მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი - SCID, განსაკუთრებით T-B+NK- ფორმა);
• იმუნოსუპრესიული მკურნალობა (კორტიკოსტეროიდები, კალცინევრინის ინჰიბიტორები);
• ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია;
• სისტემური წითელი მგლურა და სხვა აუტოიმუნური დაავადებები (განსაკუთრებით - მწვავე ფაზაში);
• ქრონიკული ვირუსული ინფექციები;
• ფიზიოლოგიური დაქვეითება ხანდაზმულ ასაკში;
• ქრონიკული სტრესი და დეპრესია (გარდამავალი დაქვეითება).
NK-უჯრედების მომატება (NK-უჯრედული ლიმფოციტოზი) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• ქრონიკული NK-უჯრედული ლიმფოციტოზი (CLPD-NK);
• აგრესიული NK-უჯრედული ლეიკემია;
• ექსტრანოდალური NK/T-უჯრედული ლიმფომა (ცხვირის ტიპი);
• მწვავე ვირუსული ინფექციები (EBV, CMV);
• ქრონიკული აქტიური EBV-ინფექცია;
• ფიზიკური დატვირთვა (გარდამავალი მომატება);
• ცხელება, სტრესის რეაქცია.
მნიშვნელოვანი შენიშვნა ფუნქციური აქტივობის შესახებ:
მნიშვნელოვანია, რომ NK უჯრედების რაოდენობრივი მაჩვენებელი არ ასახავს მათ ფუნქციურ აქტივობას. ფუნქციური NKD-ის შემთხვევებში NK უჯრედების რაოდენობა შესაძლოა იყოს ნორმალური ან მომატებული, თუმცა მათი ციტოტოქსიური ფუნქცია დაქვეითებულია. ფუნქციური შეფასებისთვის საჭიროა სპეციფიკური ციტოტოქსიური ტესტების ჩატარება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• ლიმფოციტები, NK, T, B, CD4, CD8 გამდინარე ციტომეტრიული მეთოდით;
• T და B ლიმფოციტები სისხლში, გამდინარე ციტომეტრიული მეთოდი;
• ლიმფოციტები, CD19 (CD3-CD19+), სისხლში გამდინარე ციტომეტრიული მეთოდით;
• ლიმფოციტები CD4 და CD8 განსაზღვრა სისხლში გამდინარე ციტომეტრიული მეთოდით;
• CD4 ლიმფოციტები სისხლში, გამდინარე ციტომეტრიული მეთოდი;
• CD8 ლიმფოციტები, სისხლში გამდინარე ციტომეტრიული მეთოდი;
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ლეიკოციტების მორფოლოგიური შეფასება პერიფერიულ სისხლში;
• იმუნოგლობულინ G-ის განსაზღვრა სისხლში (IgG);
• იმუნოგლობულინ M-ის განსაზღვრა სისხლში (IgM);
• იმუნოგლობულინ A-ის განსაზღვრა სისხლში (IgA);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgG);
• ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (EBV IgM);
• მარტივი ჰერპესვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (HSV-1/2 IgG);
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgG);
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
• კვლევისთვის სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო;
• სასურველია სისხლის აღება დილით, უზმოდ (8-12 საათიანი შიმშილის შემდეგ), 24 საათის განმავლობაში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
• კვლევამდე თავი შეიკავეთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან (განსაკუთრებით სისხლის აღებამდე 24 საათით ადრე).
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• mayocliniclabs.com - Natural Killer (NK) Cell Subsets, Quantitative, Blood
• mayocliniclabs.com - Quantitative Lymphocyte Subsets: T, B, and NK Cells, Blood
• ncbi.nlm.nih.gov - Application of Cytometry in Primary Immunodeficiencies
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.