ადმინისტრაციული მენეჯერი მიკრობიოლოგიის მიმართულებაში
ადმინისტრაციული მენეჯერი მიკრობიოლოგიის მიმართულებაში
| მისამართი: | პ |
| გრაფიკი: | ო |
ვაკანსიის დეტალები
„მეგალაბი“ აცხადებს მიკრობიოლოგიის მიმართულებაში ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსიას:
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრობიოლოგიის მიმართულების ადმინისტრაციული პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების მომზადება, განახლება და კონტროლი;
- სტაჟიორებისა და ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- თანამშრომელთა დასწრებისა და სამუშაო დროის მონიტორინგი;
- თანამშრომელთა ტრენინგების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია;
- პროცესების გაუმჯობესებისა და ადმინისტრაციული ეფექტიანობის გაზრდის ინიციატივებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადმინისტრაციულ, საოფისე მართვის, ოპერაციული კოორდინაციის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 5 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.