გამოძახების სამსახურის ფლებოტომისტი

გამოძახების სამსახურის ფლებოტომისტი

მისამართი:თბილისი, პეტრე ქავთარაძის 23
გრაფიკი:08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)
ვაკანსიის დეტალები

“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

 

      ძირითადი მოვალეობები:

  •   პაციენტებთან ვიზიტი, ფლებოტომიის ორგანიზება/ ჩატარება;
  •   ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი);
  •   მონაცემების პროგრამული რეგისტრაცია;
  •   საანალიზო მასალის ტრანსპორტირება სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვით, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი;
  •   პრობლემული შემთხვევების უშუალო ხელმძღვანელისათვის გაცნობა;
  •   სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;


პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  •  სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
  •  ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  •  დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

შეავსეთ განაცხადი

ატვირთეთ CV ან პორტფოლიო
გთხოვთ დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს
Phone