დიასახლისი

დიასახლისი

მისამართი:თბილისი, პეტრე ქავთარაძის 23
გრაფიკი:ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება:1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ვაკანსიის დეტალები

„მეგალაბი“ აცხადებს დიასახლისის  ვაკანსიას

“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

 

      ძირითადი მოვალეობები:

  • ,,მეგალაბში“ არსებული კონკრეტული სართულის დალაგება-დასუფთავება;
  • სისუფთავის კონტროლზე მუდმივი ზრუნვა სამუშაო დღის განმავლობაში;
  • თანამშრომელთა სამუშაო სივრცის დასუფთავება/მოწესრიგება;



დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

შეავსეთ განაცხადი

ატვირთეთ CV ან პორტფოლიო
გთხოვთ დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს