ოპერატორი
ოპერატორი
| სამუშო გრაფიკი: | 0 |
| დასვენება: | ო |
| ანაზღაურება: | 9 |
| სამუშაო ადგილმდებარეობა: | ქ |
ვაკანსიის დეტალები
„მეგალაბი“ აცხადებს ოპერატორის ვაკანსიას
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მიღება, ინფორმირება, რეგისტრაცია;
- საინფორმაციო სამსახურში შემოსული ზარების მართვა;
- დაფიქსირებული პრობლემური საკითხების მართვა;
- შემოსული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი კომპეტენეციის პირებთან;
- პაციენტების შესახებ შესაბამის პროგრამებში ინფორმაციის გადამოწმება;
- პრობლემური შემთხვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- სასურველია მომხმარებლებლებთან ურთირთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გამართული მეტყველება;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.