ბაზისური გამოკვლევები

კვლევის შესახებ

Information icon

C-რეაქტიული ცილა (CRP) არის ცილა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და მისი დონე სისხლში სწრაფად იმატებს ორგანიზმში ანთებითი პროცესის დროს. CRP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ლაბორატორიულ მარკერს ანთების, ინფექციისა და ქსოვილთა დაზიანების შესაფასებლად.


CRP-ის პასუხი ხშირად წინ უსწრებს კლინიკურ სიმპტომებს და უფრო ადრეული და მეტად მგრძნობიარე მაჩვენებელია, ვიდრე ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

Information icon

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:


  • ცხელება, ეჭვი ინფექციურ პათოლოგიაზე;
  • მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დიფერენცირება;
  • აუტოიმუნური დაავადებების მონიტორინგი;
  • ონკოლოგიური პათოლოგიები;
  • პოსტოპერაციული და პოსტტრავმული პერიოდები;
  • დამწვრობა;
  • მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

Information icon

სპეციფიურ მომზადებას არ საჭიროებს.

კვლევის მეთოდოლოგია

Information icon
ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

კვლევის შესრულების დრო

Information icon
3 საათი
Phone