Residency
As part of our corporate social responsibility initiatives, one of Megalab’s key priorities is to support the growth and development of young professionals. To achieve this, we have introduced a Residency Program in both Laboratory Medicine and Clinical Pathology.
- Laboratory Medicine
- Pathological Anatomy – Clinical Pathology
Residency

ლაბორატორიული მედიცინა
| ხანგრძლივობა: | 22 თვე |
| აკრედიტირებული დაწესებულება: | მეგალაბი |
| პროგრამის ხელმძღვანელი: | ნინო ღულათავა |
| სწავლების ადგილი: | თბილისი |
| კლინიკური ბაზები: | თბილისი, მეგალაბი |
| სწავლის ღირებულება: | თვეში 300 ლარი |
უპირატესობები
რეზიდენტებს ასევე გექნებათ შესაძლებლობა:
· იმუშაოთ უმცროსი ექიმის პოზიციაზე სწავლების პროცესში
· დასაქმდეთ მეგალაბისა და ევექსის ქსელში სწავლების დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ
· მიიღოთ დაფინანსება საზღვარგარეთ წამყვან ჰოსპიტლებში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად
გაითვალისწინეთ, 1 მონაწილის განაცხადი მიიღება მხოლოდ 1 პროგრამაზე, თუმცა შეგიძლიათ კონკურსის პროცესში დააფიქსირონ მეორე მომიჯნავე სპეციალობაც
თუ გსურთ ჩააბაროთ მეგალაბის რეზიდენტურაში, გამოგვიგზავნეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
· უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი
· პირადობის მოწმობის ასლი
· რეზიუმე (CV), რომელშიც მითითებული იქნება ‒ ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, განათლება, გამოცდილება
· ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ‒ გამსვლელი მინ. 151 ქულით
გაითვალისწინეთ: 1. ვისაც არ ექნება ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი, დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება; 2. სავალდებულოა ყველა დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ დასკანერებული; 3. თქვენი რეზიუმე (CV) უნდა იყოს Word-ის ან PDF-ის ფორმატში; 4. თქვენ მიერ მიმაგრებული ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტი ვერ აიტვირთება
საბუთების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ მხოლოდ გასაუბრება. გადაწყვეტილება პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით