პერსონალური მონაცემების დაცვის წესები და პირობები

  1. მოთხოვნილი დოკუმენტის / ინფორმაციის გადმოგზავნით სასწავლო პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი (შემდგომში აგრეთვე „მონაწილე“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში
  2. ამასთან, მონაწილე იღებს ვალდებულებას, რომ სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროგრამის მონაწილის ვალდებულებების შესრულებაში ან / და საფრთხე შეუქმნას სასწავლო პროგრამის ორგანიზატორს ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან, ხოლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში მიიღოს წერილობითი გაფრთხილება ან შეწყდეს სასწავლო კონტრაქტი
  3. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი მონაწილის თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას სს ევექსის ჰოსპიტლების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ევექსის ჰოსპიტლების შვილობილი და / ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანია და / ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში ‒ დამსაქმებელი)
  4. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მონაწილის სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით. მოპოვებული ინფორმაცია პროგრამის ორგანიზატორთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მონაწილესთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას პროგრამის ორგანიზატორი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს
  5. სასწავლო პროგრამის ორგანიზატორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში მონაწილეს გააცნოს სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ, ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, პირობებისა და მონაწილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
  6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის / გადაჭრის მიზნით წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის ნებისმიერ დროს მიმართოს პროგრამის ორგანიზატორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება