Tests List

search
ლიქვორის ფიზიკურ-ბიოქიმიური თვისებები და მიკროსკოპული გამოკვლევა
25 ₾

ლიქვორის (ცერებროსპინალური სითხის, CSF) ფიზიკურ-ბიოქიმიური და მიკროსკოპული გამოკვლევა არის ცენტრალური ნერვული სისტემის (თავისა და ზურგის ტვინის) გარშემო მოცირკულირე სითხის კომპლექსური ანალიზი. ლიქვორი ასრულებს დამცავ და ტროფიკულ ფუნქციას, ხოლო მისი შემადგენლობის ცვლილება ასახავს ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიას.

ნიმუში მიიღება წელის (ლუმბალური) პუნქციით. გამოკვლევა მოიცავს:

• ფიზიკურ თვისებებს - ფერი, სიცხადე;

• ბიოქიმიურ მაჩვენებლებს - ცილა, გლუკოზა (ხშირად - სისხლის გლუკოზასთან შედარებით), ზოგჯერ - ლაქტატი;

• მიკროსკოპულ (ციტოლოგიურ) გამოკვლევას - უჯრედების რაოდენობა და დიფერენცირება (ლეიკოციტები, ერითროციტები).

ეს გამოკვლევა გადამწყვეტია ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციების (განსაკუთრებით - მენინგიტის), ანთების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისა და სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკაში.

ლიქვორის გამოკვლევა ბაქტერიული მენინგიტის გადაუდებელი დიაგნოსტიკის უმთავრესი მეთოდია, რადგან ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია და გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.

შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis)
20 ₾

შარდი ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეა, რომელიც წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს და თირკმლის მუშაობის საბოლოო პროდუქტს. გამოიყენება როგორც სკრინინგული, დიაგნოსტიკური, მკურნალობის მონიტორირების (თერაპიის დროს დინამიკაში კვლევის ჩატარება) და დაავადების გამოსავლის შეფასების მიზნით.


ამ კვლევით ფასდება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქცია, ანთების, ინფექციის, სისტემური დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და სხვა პათოლოგიების არსებობა. ეს კომბინირებული რუტინული ტესტი გამოიყენება მდგომარეობის სწრაფი შეფასებისთვის და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი, უფრო სპეციფიკური გამოკვლევების მიმართულების მისაცემად.


შარდის საერთო ანალიზით ხორციელდება დაავადებების ფართო სპექტრის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი. რეკომენდირებულია ამ კვლევის ჩატარება პრევენციის მიზნით 6 თვეში ერთხელ.

ცილის განსაზღვრა შარდში (Protein, Urine)
22 ₾

ცილის განსაზღვრა შარდში (Protein, Urine) არის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ეხმარება შარდით გამოყოფილი ცილის კონცენტრაციის დადგენას. ნორმაში თირკმლის ფილტრაციის დროს შარდში გადადის ცილის მხოლოდ მინიმალური რაოდენობა; დიდი მოლეკულური მასის ცილები (ალბუმინი, გლობულინები) ვერ გადალახავენ თირკმლის გლომერულური ფილტრაციულ ბარიერს.

შარდში ცილის გადაჭარბებული რაოდენობით არსებობას ეწოდება პროტეინურია. ის შესაძლოა იყოს როგორც გარდამავალი (ფიზიოლოგიური) მდგომარეობა (ცხელება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, დეჰიდრატაცია), ისე თირკმლის სტრუქტურული ან ფუნქციური დაზიანების მაჩვენებელი. პროტეინურია თირკმლის დაავადებების ერთ-ერთი ადრეული, მნიშვნელოვანი მარკერია.

შარდის ცილის შეფასება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით:

• თვისობრივი - შარდის საერთო ანალიზის ფარგლებში (გამოვლენილია / არ არის გამოვლენილი);

• რაოდენობრივი - ერთჯერად ან 24-საათიან შარდში (გ/ლ, გ/24 სთ);

• ცილა/კრეატინინის თანაფარდობა (PCR) - ერთჯერად (random) შარდში;

• მიკროალბუმინურია - ალბუმინის სპეციფიკური განსაზღვრა (დიაბეტური ნეფროპათიის ადრეული გამოვლენისთვის).

პროტეინურია არის თირკმლის დაავადებების მნიშვნელოვანი მარკერი და მისი არსებობა მუდმივად საჭიროებს კლინიკურ შეფასებას.

Phone