განავლის ანალიზი ნაწლავურ პარაზიტებზე

განავლის ანალიზი ნაწლავურ პარაზიტებზე

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

ნაწლავის პარაზიტები პატარა მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხოვრება და გამრავლება. ისინი ყველაზე ხშირად აინფიცირებენ თქვენს ნაწლავებს. მათ შეიძლება გამოიწვიონ დიარეა, გაზები, კუჭის სპაზმები, შებერილობა და სხვა სიმპტომები. როდესაც ადამიანებსა და ცხოველებს აქვთ ნაწლავის პარაზიტები, მათ განავალში გვხვდება კვერცხები და პარაზიტები, ის მარტივად ვრცელდება გარემოში, წყალში, ნიადაგში და სხვადასხვა ზედაპირზე, საიდანაც შესაძლოა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ეფექტურად ებრძვის გამოწვევებს, ნაწლავის ზოგიერთი პარაზიტული ინფექცია შესაძლოა თვითგანკურნებით დასრულდეს,  მაგრამ რიგ შემთხვევებში ნაწლავის პარაზიტებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, ხანგრძლივი დიარეა და სხვა სერიოზული გართულებები, რასაც ხელს უწყობს დასუსტებული იმუნური სისტემა. კლვევის მიზანი სწორედ ასეთი პარაზიტების აღმოჩენაა.

კვლევა ტარდება კონცენტრაციის მეთოდით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 40-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ჰელმინთების კვერცხებისა და უმარტივესი ცისტების გამოვლენა. კვლევის კლინიკურ ღირებულებაა პარაზიტული დაავადებების ზუსტი და დროული დიაგნოსტირება, რათა სწორად მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტირება და დროულად დაიწყოს ექიმმა მიზნამიმართული მკურნალობა. 

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევა ტარდება შემდეგი სიმპტომებისას:

• დიარეის დროს;

• მუცლის ტკივილისას;

• სისხლიანი და/ან ლორწოვანი განავლის დროს;

• უსიამოვნო სუნის მქონე და ცხიმიანი განავლის დროს;

• გულისრევისა და ღებინებისას;

• გაზებისა და შებერილობის დროს;

• ცხელებისას;

• წონის კლებისას.

ინტერპრეტაცია

დადებითი პასუხი - განავლის ნიმუშში პარაზიტების ან მათი კვერცხების აღმოჩენისას მიმართეთ ექიმს.

გასათვალისწინებელია, რომ უარყოფითი პასუხი შესაძლოა განპირობებული იყოს პრეანალიტიკის წესების დარღვევის გამო.

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• განავლის საერთო ანალიზი;

• განავლის ბაქტერიოლოგა (სრული სერვისი);

• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

ნაწლავურ პარაზიტებზე კვლევა ტარდება სიმპტომების გამოვლენისას და განსაკთრებულ მომზადებას არ საჭიროებს.

მასალის აღება - პროცედურის სწორად ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარაზიტების იდენტიფიცირებისთვის. განავალი თავსდება სპეციალურ კონტეინერში. მნიშვნელოვანია, რომ მასალა აიღოთ ფეკალური მასის რამდენიმე სხვადასხვა უბნიდან. რეკომენდებულია მასალის დროულად მიტანა ლაბორატორიაში. დაყოვნების შემთხვევაში მოათავსეთ ცივ ადგილზე.

მასალის ტიპი

განავალი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

• medscape.com

• uptodate.com

• clevelandclinic.org

• ნინო მაჭარაშვილი MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი

• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი

Phone