ჯანმრთელი ორსული
თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH); შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis); სისხლის ჯგუფისა და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა (ABO/Rh); წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgG); Treponema pallidum-ის (სიფილისი) საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა შრატში (anti-Treponema pallidum); ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG); ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM); საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP); სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR); ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin); B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg); აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo)
კვლევის შესახებ
ჯანმრთელი ორსული (Healthy Pregnancy Panel) არის ლაბორატორიული კვლევების ნაკრები ორსულებისთვის, რომელიც აფასებს მომავალი დედის ზოგად ჯანმრთელობას და ავლენს იმ მდგომარეობებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის განვითარებაზე.
ნაკრები მოიცავს ანემიისა და რკინის მარაგის შეფასებას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სკრინინგს, შარდის ანალიზს, სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის განსაზღვრას, ასევე ნაყოფისთვის საშიში ინფექციების (აივ-ინფექცია, სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი) სკრინინგსა და წითურას მიმართ იმუნიტეტის შემოწმებას. ამ კვლევების ჩატარება რეკომენდებულია ორსულობის ადრეულ ვადაზე, პირველივე ანტენატალური ვიზიტისას.
ნაკრებში შემავალი კვლევები:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Ferritin);
• საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgG);
• თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH);
• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);
• სისხლის ჯგუფისა და რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა (ABO/Rh);
• აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და p24 ანტიგენის კომბინირებული განსაზღვრა სისხლში (HIV Ag/Ab Combo);
• Treponema pallidum-ის (სიფილისი) საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა შრატში (anti-Treponema pallidum);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgG);
• ტოქსოპლაზმა გონდიის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Toxoplasma gondii IgM).
დროულად ჩატარებული კვლევა საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული ორსულობის გართულებები და ინფექციის გადაცემა დედიდან ნაყოფზე.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ორსულობის დადგენისთანავე - პირველი ანტენატალური ვიზიტისას (სასურველია ორსულობის 12 კვირამდე);
• ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე;
• ორსულობის დროს სისუსტე, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე, ქოშინი (ანემიის ეჭვი);
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ანამნეზში ან მისი ოჯახური ანამნეზი;
• უცნობი სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი; რეზუს-უარყოფითი ორსული;
• უცნობი იმუნური სტატუსი წითურას მიმართ;
• კონტაქტი კატებთან, უმი ან არასაკმარისად დამუშავებული ხორცის მოხმარება (ტოქსოპლაზმოზის რისკი);
• შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, შარდვის გახშირება ან წვა შარდვისას;
• წარსულში გართულებული ორსულობა, თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა;
• ორსულობის მიმდინარეობის დინამიკური მეთვალყურეობა ექიმის დანიშნულებით.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
• სისხლის აღება სასურველია დილის საათებში, უზმოზე ან მსუბუქი საკვების მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ; სუფთა წყლის დალევა დასაშვებია;
• შარდის საერთო ანალიზისთვის შეაგროვეთ დილის პირველი შარდის შუა ულუფა სტერილურ კონტეინერში, გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენური დამუშავების შემდეგ;
• წინა დღეს თავი შეიკავეთ ცხიმიანი საკვების მიღებისგან;
• რკინის პრეპარატების, ვიტამინებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღების რეჟიმი კვლევის დღეს შეათანხმეთ ექიმთან;
• აცნობეთ ლაბორატორიას ორსულობის ვადა.
ინტერპრეტაცია
სისხლის საერთო ანალიზი და ფერიტინი:
• ჰემოგლობინისა და ფერიტინის კლება მიუთითებს რკინადეფიციტურ ანემიაზე ან რკინის მარაგის შემცირებაზე, რაც ორსულობის დროს ხშირია და კორექციას საჭიროებს;
• ორსულობის დროს ჰემოგლობინის ზომიერი კლება და ლეიკოციტების ზომიერი მატება ფიზიოლოგიურია;
• ფერიტინი ანთების დროსაც მატულობს, ამიტომ მისი ნორმული მაჩვენებელი რკინის დეფიციტს ყოველთვის არ გამორიცხავს.
საერთო ცილა:
• კლება შესაძლოა უკავშირდებოდეს არასრულფასოვან კვებას, ცილის დაკარგვას შარდით ან ორსულობისთვის დამახასიათებელ სისხლის მოცულობის ფიზიოლოგიურ ზრდას.
TSH:
• მომატება მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე (ჰიპოთირეოზი), რომელიც ორსულობისას აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას;
• კლება პირველ ტრიმესტრში ხშირად ფიზიოლოგიურია, თუმცა შესაძლოა მიუთითებდეს ჰიპერთირეოზზეც.
შარდის საერთო ანალიზი:
• ცილის, ლეიკოციტების, ბაქტერიების ან გლუკოზის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს საშარდე გზების ინფექციაზე, თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე, პრეეკლამფსიასა ან გესტაციურ დიაბეტზე.
სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი:
• რეზუს-უარყოფით ორსულებში არსებობს რეზუს-კონფლიქტის რისკი, რაც დამატებით მეთვალყურეობასა და პროფილაქტიკას საჭიროებს.
ინფექციების სკრინინგი:
• HIV Ag/Ab Combo და anti-Treponema pallidum - დადებითი (რეაქტიული) შედეგი საჭიროებს დამადასტურებელ კვლევებს; დროული მკურნალობა მკვეთრად ამცირებს ინფექციის ნაყოფზე გადაცემის რისკს;
• Rubella IgG დადებითი - იმუნიტეტი წითურას მიმართ არსებობს; უარყოფითი - იმუნიტეტი არ არის და საჭიროა ინფიცირებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება (ვაქცინაცია ტარდება მშობიარობის შემდეგ);
• Toxoplasma gondii IgG დადებითი, IgM უარყოფითი - წარსულში გადატანილი ინფექცია და იმუნიტეტი; ორივე უარყოფითი - იმუნიტეტი არ არის, საჭიროა პრევენციული ზომების დაცვა; IgM დადებითი - შესაძლო ახლად შეძენილი ინფექცია, რომელიც დამაზუსტებელ კვლევებს (მაგ.: IgG ავიდობა) საჭიროებს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან (ანამნეზურ მონაცემებთან) და სხვა გამოკვლევების შედეგებთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (HBsAg);
• C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-HCV);
• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში (Glucose);
• გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი, 75 გ-იანი დატვირთვა (OGTT 75 g);
• ერითროციტების საწინააღმდეგო IgG კლასის ანტისხეულების სკრინინგი სისხლში;
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgG);
• ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (CMV IgM);
• წითურას ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (Rubella IgM);
• თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში (FT4);
• თირეოიდული პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-TPO);
• ორსულობასთან ასოცირებული სისხლის პლაზმის A პროტეინი (PAPP-A);
• თავისუფალი ბეტაქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა სისხლში (Free β-hCG);
• D ვიტამინის განსაზღვრა სისხლში (25(OH)D);