კვლევის შესახებ
ადამიანის ადენოვირუსი (HAdV) ორჯაჭვიანი დნმ-შემცველი ვირუსია, რომელიც კლასიფიცირდება 7 სახეობად (A-G) და 100-ზე მეტ ტიპად. ვირუსი იწვევს სხვადასხვა სისტემის ინფექციებს: სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თვალის (კონიუნქტივის) და სხვა.
ჯანმრთელ ადამიანებში ინფექცია ჩვეულებრივ კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, თუმცა იმუნოდეფიციტურ პაციენტებში, განსაკუთრებით ორგანოთა გადანერგვის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.
ვირუსი გადაიცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით (სასუნთქი ინფექციები), ფეკალურ-ორალური გზით (კუჭ-ნაწლავის ინფექციები) და პირდაპირი კონტაქტით (კონიუნქტივიტი).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ცხელებისა და ყელის ტკივილის დროს;
• ხველის, სურდოს, ბრონქიტის დროს;
• კონიუნქტივიტის (თვალის ანთების) დროს;
• გასტროენტერიტის (გულისრევის, ღებინების, დიარეის) დროს;
• ცისტიტის (შარდის ბუშტის ანთების) დროს;
• პნევმონიის დროს;
• ჰეპატიტის დროს;
• ენცეფალიტის დროს;
• ორგანოთა გადანერგვის შემდგომ მდგომარეობისას (მათ შორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია).
ინტერპრეტაცია
ადენოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში შესაძლოა მიუთითებდეს:
• დისემინირებული (განფენილი) ადენოვირუსული ინფექცია;
• ვირემია (ვირუსი სისხლში) - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმუნოდეფიციტურ პაციენტებში;
• ვირუსული დატვირთვის მონიტორინგი ტრანსპლანტაციის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - Laboratory Testing for Adenovirus
• ncbi.nlm.nih.gov (PMC) - Multiplexed, Real-Time PCR for Quantitative Detection of Human Adenovirus
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.