კვლევის შესახებ
ბრონქოალვეოლური ლავაჟისა (BAL) და ნახველის კულტურალური კვლევა სოკოვან ინფექციებზე გამოიყენება ფილტვის სოკოვანი ინფექციების დიაგნოსტიკისთვის. კვლევა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სოკოვანი პათოგენები და დადასტურდეს ინფექციის ეტიოლოგია.
აღნიშნული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში;
- იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში;
- ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე;
- ონკოლოგიური დაავადებებისა და იმუნოსუპრესიული თერაპიის დროს.
კულტურალური კვლევის შედეგად შესაძლებელია სხვადასხვა სოკოს გამოვლენა, მათ შორის:
- Candida spp;
- Aspergillus spp;
- Cryptococcus spp;
- სხვა სოკოვანი პათოგენები.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია სწორი ანტიფუნგალური მკურნალობის შერჩევისთვის და ფასდება კლინიკური სურათისა და ექიმის დასკვნის გათვალისწინებით.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
ბრონქოალვეოლური ლავაჟის აღება ხდება შემდეგი სიმპტომების დროს:
- ხველა, რომელსაც ახლავს დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა;
- ცხელება;
- შემცივნება;
- ქოშინი;
- გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის ან ხველის დროს;
- საერთო სისუსტე და დაღლილობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- სისხლიანი ხველა.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - ბრონქოალვეოლურ ნიმუშში/ნახველშო დაავადების გამომწვევი სოკოს ზრდა არ აღინიშნება.
დადებითი შედეგი - ბრონქოალვეოლურ ნიმუშში/ნახველში გამოვლენილია სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი სოკო. გამოყოფილ სოკოზე, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ანტიფუნგალური საშუალებების მიმართ მგრძნობელობის ტესტი, რის საფუძველზეც მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ ანტიფუნგალურ მკურნალობას.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ბრონქო ალვეოლური ლავაჟი:
- ნიმუშის აღება ხდება ბრონქოსკოპიის საშუალებით, ექიმის მიერ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად.
- პროცედურის ჩასატარებამდე რეკომენდებულია, რამდენიმე საათით ადრე თავი შეიკავოთ საკვების მიღებისგან.
- საკვებისა და სითხის მიღების შეზღუდვის ზუსტ ხანგრძლივობას პაციენტს განუმარტავს მკურნალი ექიმი.
ნახველი:
- ნახველი შეაგროვეთ დილით, გაღვიძებისთანავე;
- ნახველის რაოდენობის გასაზრდელად, კვლევამდე წინა ღამეს რეკომენდებულია ჩვეულებრივზე მეტი სითხის მიღება;
- ტესტის ჩატარებამდე არ მიირთვათ საკვები და არ დალიოთ წყალი მინიმუმ 2 საათის განმავლობაში;
მასალის ტიპი
ბრონქო ალვეოლური ლავაჟი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო