გაფართოებული ონკოლოგიური NGS პანელი ECOP (მოიცავს 83 გენის, MSI და TMB შეფასებას), UMC Utrecht

გაფართოებული ონკოლოგიური NGS პანელი ECOP (მოიცავს 83 გენის, MSI და TMB შეფასებას), UMC Utrecht

ფასი: 5780 ₾

კვლევის შესახებ

კვლევისთვის მასალა იგზავნება ქალაქ უტრეხტის სამედიცინო აკადემიური ცენტრის UMC Utrecht-ის პათოლოგიურ დეპარტამენტში. University Medical Center Utrecht-ის პათოლოგიური დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური დაწესებულებაა მთელს ევროპაში, რომელიც საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს ინოვაციური ციფრული პათოლოგიის ერთ-ერთ ფლანგს. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პათოლოგანატომთა მრავალპროფილიანი გუნდით. დიაგნოსტიკის პროცესში გამოიყენება თანამედროვე, საერთაშორისო გაიდლაინებში მოცემული რეკომენდაციები და მოლეკულური დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები, რაც რთული და იშვიათი შემთხვევების დიაგნოსტიკის მაღალ სტანდარტს განაპირობებს. კვლევის მეთოდია - TSO 500, რომელიც წარმოადგენს Illumina-ს მიერ შემუშავებული ახალი თაობის სეკვენირების (NGS) ანალიზს, რაც ონკოლოგიური კვლევის მიზნებისათვის გამოიყენება. ანალიზი იძლევა ყოვლისმომცველ გენომურ პროფილირებას (CGP) ფორმალინით ფიქსირებული, პარაფინში ჩაყალიბებული (FFPE) სიმსივნური ქსოვილის ნიმუშებიდან. მოლეკულური პანელი მოიცავს 83 გენის შეფასებას: AKT1, AKT2, ALK, APC, AR, ARAF, ATM, ATR, BARD1, BRAF, BRCA1, BRCA2, BRIP1, CCND1, CDK12, CDK4, CDK6, CDKN2A, CHEK1, CHEK2, CTNNB1, EGFR, ERBB2, ERBB3, ERBB4, ESR1, FANCA, FANCC, FANCD2, FANCF, FANCL, FBXW7, FGFR1, FGFR2, FGFR3, FGFR4, FLT3, FLT4, HRAS, IDH1, IDH2, IGF1R, KDR, KEAP1, KIT, KRAS, MAP2K1, MAP2K2, MAP2K4, MDM2, MET, MRE11A, MST1R, MYD88, NBN, NF1, NOTCH1, NRAS, NTRK1, NTRK2, NTRK3, PALB2, PDGFRA, PDGFRB, PIK3CA, POLD1, POLE, PPP2R2A, PTEN, RAD50, RAD51, RAD51B, RAD51C, RAD51D, RAD54L, RAF1, RB1, RET, RNF43, ROS1, SMAD4, STK11, TP53. მოლეკულური პანელი ასევე მოიცავს MSI and tumor mutational burden-ს შეფასებას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

• სხვადასხვა სიმსივნური დაავადების დროს;

• კომპლექსური მოლეკულური პროფილირებისათვის, სამიზნე თერაპიისა და იმუნოთერაპიის პროგნოზისთვის.

ინტერპრეტაცია

გაფართოებული ონკოლოგიური NGS კვლევა ახდენს ფართო გენომურ პროფილირებას სხვადასხვა სიმსივნეებში. ფასდება კრიტიკული მუტაციები პროგნოზისა და სამიზნე თერაპიის განსაზღვრისთვის. MSI და TMB აფართოებს კლინიკურ სურათს იმუნოთერაპიის პერსპექტივისთვის. გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

საჭიროების მიხედვით შესაძლოა დაემატოს იმუნოჰისტოქიმიური ან FISH კვლევები; დამატებითი მოლეკულური ანალიზი იშვიათი ალტერაციების დასადგენად ან კომბინირებული თერაპიის შერჩევისთვის.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ახალი თაობის სექვენირების (Next Generation Sequencing – NGS) მეთოდი

მასალის ტიპი

პარაფინის ბლოკი, ფორმალინში ფიქსირებული ქსოვილი ან ორგანო

კვლევის შესრულების დრო

28 დღე

ქვეყანა

ჰოლანდია

ავტორი და წყარო

• თეა ნათელაური - ონკოლოგი, ონკო-გენეტიკოსი;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

კვლევები საზღვარგარეთ
Phone