დემოდექსი (უმარტივესი)

დემოდექსი (უმარტივესი)

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მიკროსკოპულ გამოკვლევას, რომელიც ტარდება სახის კანის, წამწამების ფოლიკულებში Demodex ტკიპების გამოსავლენად. ტკიპების კანში სიჭარბე იწვევს ანთებას, ქავილსა და გამონაყარს. დაავადებას, რომელსაც დემოდექსის ტკიპა იწვევს დემოდეკოზი - Demodex folliculitis ეწოდება.


Demodex ძალიან პატარა ზომის ტკიპაა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. დემოდექსს აქვს წაგრძელებული, ნახევრად გამჭვირვალე სხეული და რვა მოძრავი ფეხი. ის ადამიანის თმის ფოლიკულებში და მათთან დაკავშირებულ ცხიმოვან ჯირკვლებში ბინადრობს. მისი საყვარელი ადგილებია შუბლი, ლოყები, ნესტოები, წამწამები და ყურები. როდესაც ადამიანს ძინავს, ტკიპები გამოდიან კანის ფორებიდან, წყვილდებიან და შემდეგ ისევ კანში ბრუნდებიან კვერცხების დასადებად. დემოდექსი (demodex) თითქმის ყველა ადამიანში გვხვდება, მაგრამ ძირითადად იგი უვნებელია და გართულებებს არ იწვევს. დემოდეკოზი ვითარდება, როდესაც ტკიპები უკონტროლოდ მრავლდებიან. ეს, როგორც წესი, იმუნური სისტემის არასაკმარისი ფუნქციონირების გამო ხდება.

დემოდეკოზი უფრო ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებიც: იღებენ იმუნოსუპრესანტებს, იტარებენ ქიმიოთერაპიას, აქვთ კანის სხვა დაავადებები (მაგალითად როზაცეა), იყენებენ ქავილის საწინააღმდეგო კრემებს (ჰიდროკორტიზონი) და სხვა.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

დემოდიკოზი მოულოდნელად ჩნდება და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:


  • ქავილი, თეთრი წერტილების მსგავსი პუსტულები;
  • კანის სიწითლე, კანზე უხეში შეგრძნება;
  • ქერცლი (შესაძლოა ეგზემის მსგავსი), კანის ბზინვარება;
  • მხედველობის დაქვეითება, თვალის გაღიზიანება და ქავილი;
  • წამწამების ცვენა, ქუთუთოების გასქელება ან აქერცვლა.

ინტერპრეტაცია

დემოდექსის მიკროსკოპული კვლევა არსებულ მასალაში გამოავლენს დემოდექსის ტკიპის არსებობას.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

მასალის აღებამდე არ არის სასურველი ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. თუ მაინც მოგიწევთ, მოიშორეთ კანის ზედაპირიდან.


მასალის აღება - კვლევისთვის ვიღებთ ეპითელიუმის ანაფხეკს ან 6-8 წამწამს თითო თვალიდან. პროცედურის სწორად ჩატარება უდიდეს გავლენას ახდეს კვლევის შედეგზე.

მასალის ტიპი

წამწამი, კანი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

პარაზიტოლოგია
Phone