პათოლოგიური ქსოვილის/ორგანოს ჰისტოპათოლოგიური და იმუნოჰისტოქომიური დიაგნოსტიკა, UMC Utrecht

პათოლოგიური ქსოვილის/ორგანოს ჰისტოპათოლოგიური და იმუნოჰისტოქომიური დიაგნოსტიკა, UMC Utrecht

ფასი: 2850 ₾

კვლევის შესახებ

კვლევისთვის მასალა იგზავნება ქალაქ უტრეხტის სამედიცინო აკადემიური ცენტრის UMC Utrecht-ის პათოლოგიურ დეპარტამენტში. University Medical Center Utrecht-ის პათოლოგიური დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური დაწესებულებაა მთელს ევროპაში, რომელიც საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს ინოვაციური ციფრული პათოლოგიის ერთ-ერთ ფლანგს. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პათოლოგანატომთა მრავალპროფილიანი გუნდით. დიაგნოსტიკის პროცესში გამოიყენება თანამედროვე, საერთაშორისო გაიდლაინებში მოცემული რეკომენდაციები და მოლეკულური დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები, რაც რთული და იშვიათი შემთხვევების დიაგნოსტიკის მაღალ სტანდარტს განაპირობებს.

კვლევა მოიცავს პათოლოგიური ქსოვილის ან ორგანოს ჰისტოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმიურ შეფასებას. მასალა ფასდება სტანდარტული დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

• ოპერაციის ან ბიოფსიის შემდეგ ამოღებული ქსოვილის გამოსაკვლევად;

• წარმონაქმნის ბუნების დადგენა (კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი);

• სიმსივნის ტიპის, ზომისა და სტადიის დასადგენად;

• სწორი მკურნალობის გეგმის შესადგენად.

ინტერპრეტაცია

კვლევის დროს მიკროსკოპული შეფასებით განისაზღვრება ქსოვილის არქიტექტურა, უჯრედული ატიპია და ავთვისებიანობის ნიშნები. იმუნოჰისტოქიმიური კვლევა დამატებით საშუალებას იძლევა დადგინდეს სიმსივნის ტიპი, წარმოშობა და ბიოლოგიური მახასიათებლები (რეცეპტორული სტატუსი, პროლიფერაციული აქტივობა და სხვა), რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოზისა და ინდივიდუალური მკურნალობის დაგეგმვისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი იმუნოჰისტოქიმიური მარკერების განსაზღვრა, ასევე მოლეკულური კვლევები, როგორიცაა: PCR, FISH და NGS პანელები, დიაგნოზის დაზუსტებისა და თერაპიული ტაქტიკის განსასაზღვრად.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი

მასალის ტიპი

პარაფინის ბლოკი, ფორმალინში ფიქსირებული ქსოვილი ან ორგანო

კვლევის შესრულების დრო

28 დღე

ქვეყანა

ჰოლანდია

ავტორი და წყარო

• თეა ნათელაური - ონკოლოგი, ონკო-გენეტიკოსი;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

კვლევები საზღვარგარეთ
Phone