კვლევის შესახებ
სხვადასხვა არასტერილური ზედაპირიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებების, სამზარეულოების, საკვები მრეწველობის ან სხვა კრიტიკული სივრცეების ზედაპირების მიკრობიოლოგიური კონტამინაციის შეფასებისთვის.
ზედაპირებიდან ნაცხის აღება ტარდება სტერილური ტამპონით. ტიპური კვლევის ობიექტებია:
• კარის სახელური, შეხების პანელები;
• სამედიცინო ხელსაწყოების ზედაპირები;
• ოპერაციული მაგიდა, ინტენსიური მოვლის საწოლი.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი მიკროორგანიზმებია:
• Staphylococcus aureus (MRSA) - კარის სახელურებზე;
• Pseudomonas aeruginosa, Klebsiella spp. - ნოტიო გარემოში;
• Clostridioides difficile - ჰოსპიტალურ გარემოში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
• ჰოსპიტალური ინფექციის კლასტერის გამოძიება;
• სამედიცინო დაწესებულების ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი;
• სასურსათო ობიექტების სანიტარული კონტროლი;
• სადეზინფექციო ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება;
• ახალი კლინიკის ან სექციის გახსნის წინ ვალიდაცია.
ინტერპრეტაცია
ნორმა - ბაქტერიული ზრდა ნიმუშში არ გამოვლინდა, ან ზრდა დასაშვებ ზღვარს არ სცილდება. ზედაპირი მიკრობიოლოგიური სტანდარტებს შეესაბამება.
სტანდარტის გადამეტება - ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური ბაქტერია ან ბაქტერიების კოლონიების რაოდენობა ნებადართულ ზღვარს სცილდება. ეს ნიშნავს, რომ სადეზინფექციო ღონისძიებები არაეფექტურია. საჭიროა დეზინფექციის განახლება და პრაქტიკის გაუმჯობესება.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ნიმუში (ზედაპირის ნაცხი) აღება ხდება სამედიცინო ან ეპიდემიოლოგიის სპეციალისტის მიერ, სტერილური ტამპონის საშუალებით, სტანდარტული ნაცხის აღების ტექნიკის გამოყენებით.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• ნინო მაჭარაშვილი - MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი