კვლევის შესახებ
ფოლიუმის მჟავა Folic acid - არის B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინი (B9), რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პროცესებში. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის პრენატალურ პერიოდში. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია დნმ-სა და რნმ-ის სინთეზისთვის, მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედებისა და ნერვული უჯრედების წარმოქმნაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორსულობის ადრეულ პერიოდში ნაყოფის ტვინისა და ნერვული მილის სწორად ჩამოყალიბებისთვის (ამცირებს სპინა ბიფიდას და ანენცეფალიის რისკს). ფოლიუმის მჟავა აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს ორგანიზმში, რის საშუალებითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს.
ფოლიუმის მჟავას (ფოლატი) შეიცავს ისეთი საკვები, როგორიცაა: ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცლები, ლობიო, ბარდა, ოსპი, ციტრუსები, ავოკადო, კაკალი. ყოველდღიურად აბსორბირებული ფოლიუმის დაახლოებით 20% მიღებულია საკვებთან ერთად, დანარჩენი სინთეზირდება ნაწლავის მიკროორგანიზმებით.
ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს დამახასიათებელია მაკროციტული, მეგალობლასტური ანემია. შრატში ფოლიუმის ნორმაზე დაბალი მაჩენებელი აღინიშნება აბორტების შემდგომ პერიოდში, ორსულობის დროს (იწვევს ნაყოფის ნერვული მილის პათოლოგიებს), ნეიროფსიქიატრიული დაავადებებისა და დემენციის დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
- დაღლილობა, სისუსტე, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა;
- მეგალობლასტური ანემია;
- კუნთების სისუსტე, დაბუჟება ხელ-ფეხში;
- მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის პრობლემები, დეპრესია;
- ატროფიული გასტრიტი, ცელიაკია, ქირურგიული ჩარევები კუჭნაწლავის სისტემაზე;
- ბარიატრია;
- ხანდაზმულობა;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- ორსულობის დაგეგმვა ;
- მალნუტრიცია;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი;
- საკვების შეწოვის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადებები - ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, კოლიტები, ნაწლავზე ოპერაციული ჩარევების შემდეგ, მოკლე ნაწლავის სინდრომი;
- ზოგიერთი მედიკამენტების გამოყენება - ანტიკონვულსანტები, მეტოტრექსატი, სულფასალაზინი;
- ალკოჰოლიზმი.
ინტერპრეტაცია
ფოლიუმის მჟავის მაჩვენებელი იკლებს:
- არასრულფასოვანი კვების, მწვანე ბოსტნეულის ნაკლებობისას;
- ცელიაკიის, ანთებითი ნაწლავის სინდრომის, ნაწლავის რეზექციის დროს;
- ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
- მედიკამენტოზური თერაპიის (მეტოტრექსატი, ფენიტოინი, სულფასალაზინი) დროს;
- ჰემოლიზური ანემიისას;
- ონკოლოგიური დაავადებების დროს;
- მეგალობლასტური ანემიისას;
- ნერვული სისტემის დარღვევების, დემენციის დროს;
- ნაყოფის განვითარების პრობლემების (სპინა ბიფიდა, ნერვული მილის დარღვევები) დროს.
ფოლიუმის მჟავის მაჩვენებელი იმატებს:
- ფოლიუმის მჟავის გადაჭარბებული მიღებისას (ვიტამინები, საკვები დანამატები);
- ნაწლავის დისბიოზის დროს;
- ღვიძლის დაავადებებისას (ჰეპატიტი, ციროზი).
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ, მედიკამენტის მიღების გარეშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო