კვლევის შესახებ
ადამიანის შარდის გამომყოფი სისტემა მოიცავს: თირკმელებს, შარდსაწვეთებს, შარდის ბუშტსა და შარდსადენს. მისი ძირითადი ფუნქციაა სისხლის გაფილტვრა, ორგანიზმიდან ნარჩენი ნივთიერებებისა და ზედმეტი სითხის გამოყოფა. ნარჩენი ნივთიერებები იქცევა შარდად, რომელიც ნორმალურ პირობებში სტერილურ სითხეს წარმოადგენს. შარდს გამოიმუშავებს თირკმელები. თირკმელებში წარმოქმნილი შარდი შარდსაწვეთების გზით შარდის ბუშტში ჩაედინება, რომელიც შარდსადენის გავლით გამოიყოფა ორგანიზმიდან. საშარდე სისტემის ყველაზე გავრცელებულ პრობლემას ზედა და ქვედა საშარდე გზების ინფექციები წარმოადგენს. საშარდე გზების ინფექციებს იწვევენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც აღწევენ საშარდე გზებამდე, შემდეგ მრავლდებიან და დროთა განმავლობაში თირკმელებისა და საშარდე გზების ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევენ. საშარდე გზების ინფექციების სიხშირე დამოკიდებულია სქესსა და ასაკზე.
შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორიული კვლევაა, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციის გამოსავლენად. გამოკვლევის შედეგად ხდება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირება. გამოყოფილ ორგანიზმზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დადგენა, რაც ხელს უწყობს ექიმს სწორად შეარჩიოს ანტიბიოტიკი, რაც დროულად გამოჯანმრთელების წინაპირობაა. არასწორად მიღებული ანტიბიოტიკი კი იწვევს ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტობას, რაც დღესდღეობით თანამედროვე მედიცინის გამოწვევაა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის შარდის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას უდიდესი როლი ენიჭება.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
ზედა საშარდე გზების ინფექციებს ახასიათებს:
- ტკივილი და დისკომფორტი წელისა და თირკმლების არეში;
- შემცივნება;
- ცხელება;
- სისხლიანი შარდი;
- გულისრევა და ღებინება.
ქვედა საშარდე გზების ინფექციებს ახასიათებს:
- ტკივილი შარდვის დროს;
- წვის შეგრძნება შარდვის დროს;
- მოშარდვის გადაუდებელი სურვილი;
- ხშირი შარდვა ან შარდის გაჟონვა;
- შარდის სუნისა და ფერის ცვლილება;
ასევე კვლევა ტარდება პროფილაქტიკის მიზნით ორსულლებში.
ინტერპრეტაცია
HPV-ის ტიპის/ტიპების აღმოჩენა არ მიუთითებს დაავადების არსებობას, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს:
გენიტალური მეჭეჭები;დისპლაზია;ურეთრიტი;გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა რეკომენდებულია ჩატარდეს:
- ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე ან პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ;
- ანტიბაქტერიული მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ;
- წარუმატებელი ანტიმიკრობული მკურნალობის შემდეგ.
მასალის აღება:
- აიღეთ დილის პირველი შუა ნაკადის შარდი;
- დაიბანეთ ხელები და გენიტალური არე საპნითა და თბილი წყლით;
- გამოუშვით შარდის მცირე რაოდენობა, შეაჩერეთ შარდვა და აიღეთ 10-20 მლ შარდი;
- შარდის შესაგროვებლად აუცილებლად გამოიყენეთ სტერილური კონტეინერი;
- მათთვის, ვისაც თავად არ შეუძლია ნიმუშის აღება (მაგალითად, პატარა ბავშვი ან ავადმყოფი) შარდს იღებს ექთანი;
მასალის აღების პროცედურის სწორად ჩატარება უდიდეს გავლენას ახდეს შედეგზე.
მასალის ტიპი
შარდი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
- medscape.com
- uptodate.com
- clevelandclinic.org
- ნინო მაჭარაშვილი MS, PhD - მიკრობიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
- ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
- ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი