Chlamydia Trachomatis/Neisseria Gonorrhoea დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, CITO

Chlamydia Trachomatis/Neisseria Gonorrhoea დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, CITO

ფასი: 150 ₾

კვლევის შესახებ

Chlamydia Trachomatis/Neisseria gonorrhoeae იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას.

ინფექციები გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომებისას:


• პროფილაქტიკური კვლევისას;

• დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;

• ხშირი შარდვისას;

• შარდვისას წვის დროს;

• შარდის შეუკავებლობისას;

• ვაგინალური გამონადენის დროს;

• საშვილოსნოს გარე ორსულობისას;

• ორსულობის შეწყვეტისას;

• ნაადრევი მშობიარობის დროს;

• უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);

• ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);

ინტერპრეტაცია

Chlamydia Trachomatis-ისა და Neisseria Gonorrhoeae-ს აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


• ცისტიტი;

• პროსტატიტი;

• ურეთრიტი;

• სათესლეების და დანამატების ანთება;


Chlamydia Trachomatis-ის აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:

• საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება;

• ურეთრიტი;


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდი შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

• შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.


უროგენიტალური ნაცხი აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

• ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;

• ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;

• კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან და არ გამოიყენოთ სპერმიციდი/ ლუბრიკანტი;


• მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.

ტესტის მეთოდოლოგია

Chlamydia trachomatis / Neisseria Gonorrhoeae -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

• შარდი • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

24 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


cdc.gov - CDC - Chlamydia / Gonorrhea Detection

mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - CT/NG by NAAT

who.int - WHO - Sexually Transmitted Infections


ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone