კვლევის შესახებ
D-დიმერი არის ცილის ფრაგმენტი, რომელიც წარმოიქმნება სისხლში თრომბის დაშლის პროცესის შედეგად. იგი წარმოადგენს ფიბრინოგენის დეგრადაციის საბოლოო პროდუქტს. მისი განსაზღვრა გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე თრომბოზული პროცესების გამოვლენისა და რისკის შესაფასებლად. D-დიმერის კვლევა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ლაბორატორიულ მარკერს სისხლის შედედებისა და ფიბრინოლიზის სისტემის აქტივობის შესაფასებლად.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
• ღრმა ვენების თრომბოზის ეჭვის მიტანისას (ფეხის ტკივილი, შეშუპება);
• ფილტვის ემბოლიის სიმპტომების არსებობისას (ქოშინი, გულმკერდის ტკივილი);
• უეცარი სუნთქვის გაძნელების დროს;
• ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ;
• ორსულობის დროს (ექიმის რეკომენდაციით);
• კოაგულაციური მდგომარეობების მონიტორინგისთვის.
ინტერპრეტაცია
D-დიმერების მატება შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
• სისხლძარღვოვანი თრომბოზი (არტერიული, ვენური);
• თრომბოემბოლია (ფლებიტები);
• DIC სინდრომი;
• თირკმლის უკმარისობა;
• ღვიძლის უკმარისობა;
• მიოკარდიუმის ინფარქტი;
• ფილტვის ემბოლია;
• პრეეკლამფსია;
• სხვადასხვა ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული);
• ანთებითი პროცესები;
• ონკოლოგიური პათოლოგიები;
• სხვადასხვა მედიკამენტოზური თერაპია (ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორით თერაპია, ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება);
• პოსტტრავმული პერიოდი;
• პოსტოპერაციული სტრესი;
• ორსულობა;
• ხანდაზმულობა.
ნორმალური D-დიმერის მაჩვენებელი მაღალი სანდოობით გამორიცხავს აქტიურ თრომბოზს დაბალი და საშუალო რისკის მქონე პაციენტებში.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• medlineplus.gov - MedlinePlus - D-dimer Test
• mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - D-dimer
• emedicine.medscape.com - Medscape - D-Dimer: Reference Range
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.