კვლევის შესახებ
მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV, Herpes Simplex Virus) არის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციებს ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით კი კანსა და ლორწოვან გარსებში. არსებობს ორი ტიპი HSV I და HSV II. HSV-I იწვევს ორალურ ჰერპესს. HSV II იწვევს გენიტალურ ჰერპესს. ვირუსი ორგანიზმში რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში და პერიოდულად შეიძლება გააქტიურდეს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი ჩივილების დროს:
• ბუშტუკოვანი გამონაყარი პირის ღრუში;
• ტკივილი შარდვის დროს;
• ტკივილი გენიტალიების არეში;
• ბუშტუკოვანი გამონაყარი გენიტალიების არეში;
• კერატიტი;
• ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში;
• იმუნოდეფიციტი.
ინტერპრეტაცია
HSV I-ის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
• ორალური ჰერპესი;
• ორგანიზმში ქრონიკული/ლატენტური ინფექცია;
• პირის ღრუს ან სასუნთქი გზების ინფექციები;
• არაორალური ინფექციები;
• ენცეფალიტი.
HSV II-ის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
• გენიტალური ჰერპესი
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - CDC - Genital Herpes (HSV) Testing
• mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - HSV-1/2 PCR
• ncbi.nlm.nih.gov - NCBI/StatPearls - Herpes Simplex Virus
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.