HSV Type I/II დნმ-ის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში, თვისობრივი ანალიზი

HSV Type I/II დნმ-ის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში, თვისობრივი ანალიზი

ფასი: 120 ₾

კვლევის შესახებ

მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV, Herpes Simplex Virus) არის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციებს ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით კი კანსა და ლორწოვან გარსებში. არსებობს ორი ტიპი HSV I და HSV II. HSV-I იწვევს ორალურ ჰერპესს, ხოლო HSV II იწვევს გენიტალურ ჰერპესს. ვირუსი ორგანიზმში რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში და პერიოდულად შეიძლება გააქტიურდეს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი ჩივილების დროს:

• ბუშტუკოვანი გამონაყარი პირის ღრუში;

• ტკივილი შარდვის დროს;

• ტკივილი გენიტალიების არეში;

• ბუშტუკოვანი გამონაყარი გენიტალიების არეში;

• კერატიტი;

• ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში;

• იმუნოდეფიციტი.

ინტერპრეტაცია

HSV I-ის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:

• ორალური ჰერპესი;

• ორგანიზმში ქრონიკული/ლატენტური ინფექცია;

• პირის ღრუს ან სასუნთქი გზების ინფექციები;

• არაორალური ინფექციები;

• ენცეფალიტი.

HSV II-ის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:

• გენიტალური ჰერპესი

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

მასალის აღება ხდება სპეციალისტის მიერ სტაციონარულ (კლინიკურ) პირობებში.

ტესტის მეთოდოლოგია

HSV I/II ტიპების დნმ-ის გამოვლენა . ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

• თავზურგტვინის სითხე

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

cdc.gov - CDC - Herpes Encephalitis / HSV

mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - HSV CSF PCR

ncbi.nlm.nih.gov - NCBI/StatPearls - Herpes Simplex Encephalitis

ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone