კვლევის შესახებ
მიკროსატელიტები წარმოადგენს დნმ-ის სპეციფიურ განმეორებად უბნებს, რომლებიც დნმ-ის დაზიანების მარკერად გამოიყენება. თუ ეს განმეორებადობები სიმსივნის სხვადასხვა უჯრედში სხვადასხვა ზომისაა (სიგრძისაა), ამ მდგომარეობას მიკროსატელიტური არასტაბილურობა ეწოდება. მიკროსატელიტური არასტაბილურობა ხშირია სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებში (მათ შორის მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, ენდომეტრიუმის კარცინომებში).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდირებულია:
- მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, ენდომეტრიუმის და სხვა ეპითელური წარმოშობის სიმსივნეებში მკურნალობის სტრატეგიის შესარჩევად
- ენდომეტრიუმის სიმსივნეების მოლეკულური კლასიფიკაციის მიზნით
ინტერპრეტაცია
მიკროსატელიტების კვლევა აჩვენებს, არის თუ არა სიმსივნეში მიკროსატელიტური არასტაბილურობა (MSI-H) და მკურნალობის რომელი სქემა იქნება გამართლებული ამ შემთხვევაში. MSI-H ფენოტიპის შემთხვევაში მოსალოდნელია კარგი ეფექტი იმუნოთერაპიაზე. გარდა ამისა, მიკროსატელიტების არასტაბილურობა გვხვდება მემკვიდრული სიმსივნური სინდრომების დროსაც (მაგალითად, ლინჩის სინდრომი), შესაბამისად MSI-H/MMRD აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი კლინიკური კონტექსტის გათვალისწინებით ალგორითმი მოიცავს ლინჩის სინდრომის ტესტირებას. მისი დადასტურების შემთხვევაში კი განსხვავებულად იგეგმება სიმსივნის მართვა და ახალი სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციაზე მიმართული ღონისძიებები.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევისათვის ნიმუშად გამოიყენება ფორმალინში დაფიქსირებული, პარაფინში ჩაყალიბებული სიმსივნური ქსოვილი, რომელიც აღებულია ბიოფსიის ან ოპერაციული ჩარევის გზით. ნიმუშის სპეციფიური მომზადება საჭირო არ არის.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
ფორმალინში დაფიქსირებული, პარაფინში ჩაყალიბებული სიმსივნური ქსოვილი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო