კვლევის შესახებ
ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი (VZV) ალფა-ჰერპესვირუსია, რომელიც ორ კლინიკურ ფორმას იწვევს:
• ვარიცელა (ჩუტყვავილა) - პირველადი ინფექცია, ხასიათდება გენერალიზებული ვეზიკულური გამონაყარით;
• ჰერპეს ზოსტერი (სარტყლისებრი ლიქენი) - ლატენტური ვირუსის რეაქტივაცია, ხასიათდება ცალმხრივი მტკივნეული ვეზიკულური გამონაყარით.
VZV გადაიცემა ჰაერ-წვეთოვანი გზითა და ვეზიკულების სითხესთან პირდაპირი კონტაქტით.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ვეზიკულური გამონაყარის დროს;
• ჰერპეს ზოსტერის ეჭვისას;
• ენცეფალიტის ეჭვისას;
• პნევმონიის დროს (განსაკუთრებით იმუნოდეფიციტის ფონზე);
• ჩუტყვავილას ეჭვისას;
• ორსულობის პერიოდში კონტაქტის შემდეგ.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი - VZV დნმ-ის აღმოჩენა.
VZV-ის გამოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს:
• ვარიცელა (ჩუტყვავილა);
• ჰერპეს ზოსტერი (სარტყლისებრი ლიქენი);
• VZV-ასოცირებული ენცეფალიტი;
• VZV-ასოცირებული პნევმონია (განსაკუთრებით იმუნოდეფიციტის ფონზე).
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);
• HSV Type I/II დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში;
• CMV, ციტომეგალოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა სისხლში;
• EBV, ებშტეინ-ბარის ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში;
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgG);
• ვარიცელა ზოსტერის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (VZV IgM).
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - Laboratory Testing for Varicella-Zoster Virus (VZV)
• cdc.gov - Specimen Collection for Varicella-Zoster Virus (VZV) Testing
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.