კვლევის შესახებ
ადამიანის ადენოვირუსი (HAdV) ორჯაჭვიანი დნმ-შემცველი ვირუსია, რომელიც კლასიფიცირდება 7 სახეობად (A-G) და 100-ზე მეტ ტიპად. ვირუსი იწვევს სხვადასხვა სისტემის ინფექციებს: სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თვალის (კონიუნქტივის) და სხვა.
ჯანმრთელ ადამიანებში ინფექცია ჩვეულებრივ კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, თუმცა იმუნოდეფიციტურ პაციენტებში, განსაკუთრებით ორგანოთა გადანერგვის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.
ვირუსი გადაიცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით (სასუნთქი ინფექციები), ფეკალურ-ორალური გზით (კუჭ-ნაწლავის ინფექციები) და პირდაპირი კონტაქტით (კონიუნქტივიტი).
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
• ცხვირ-ყელის ანთების დროს;
• ფარინგიტის, ტონზილიტის დროს;
• პნევმონიის ეჭვისას;
• კონიუნქტივიტის დროს;
• კუჭ-ნაწლავის ინფექციის სიმპტომებისას;
• ჰემორაგიული ცისტიტის დროს;
• სასწრაფო შედეგის საჭიროების დროს;
• ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი - ადენოვირუსის დნმ-ის აღმოჩენა.
ადენოვირუსის გამოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს:
• სასუნთქი სისტემის ინფექცია (ფარინგიტი, პნევმონია);
• კერატოკონიუნქტივიტი;
• გასტროენტერიტი;
• ჰემორაგიული ცისტიტი;
• ენცეფალიტი (იმუნოდეფიციტის ფონზე).
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• cdc.gov - Laboratory Testing for Adenovirus
• ncbi.nlm.nih.gov (PMC) - Multiplexed, Real-Time PCR for Quantitative Detection of Human Adenovirus
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.