ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB)

ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB)

ფასი: 15 ₾

კვლევის შესახებ

ალბუმინი არის ცილა, რომელსაც ღვიძლი სინთეზირებს. ის სისხლის პლაზმის უმთავრესი ცილაა.

ალბუმინი ორგანიზმში რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:

• უზრუნველყოფს ონკოზურ წნევას, რაც ხელს უშლის სითხის ქსოვილებში გადასვლას - ამით არეგულირებს სისხლის მოცულობას და ხელს უწყობს შეშუპების თავიდან აცილებას;

• ტრანსპორტირებს მრავალ ნივთიერებას სისხლში - მათ შორის ჰორმონებს, ვიტამინებს, ბილირუბინს, კალციუმს და ზოგიერთ მედიკამენტს.

ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში გამოიყენება ზოგადი ჯანმრთელობისა და ნუტრიციული სტატუსის შესაფასებლად, ასევე ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის შესამოწმებლად. ალბუმინი ხშირად ფასდება ღვიძლის ფუნქციური სინჯებისა და საერთო ცილის კვლევის ფარგლებში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

• ღვიძლის დაავადების სიმპტომები - სიყვითლე, საერთო სისუსტე, მუცლის შებერილობა, ფეხების შეშუპება;

• ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტი, ციროზი) დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;

• თირკმლის დაავადებების ეჭვი ან მონიტორინგი (განსაკუთრებით ნეფროზული სინდრომის შემთხვევაში);

• კვების მდგომარეობის შეფასება, არასრულფასოვანი კვების ან მალაბსორბციის ეჭვი;

• აუხსნელი შეშუპება ან მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი);

• ქრონიკული დაავადებების ფონზე ზოგადი მდგომარეობის შეფასება;

• პროფილაქტიკური გამოკვლევა ზოგადი ჯანმრთელობის შესაფასებლად.

ინტერპრეტაცია

ალბუმინის დაქვეითება შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგ მდგომარეობებში:

• ღვიძლის დაავადებები (მაგ., ჰეპატიტი ან ციროზი), რომელთა დროსაც ღვიძლი ვერ უზრუნველყოფს ალბუმინის ადეკვატურ სინთეზს;

• თირკმლის დაავადებები (განსაკუთრებით ნეფროზული სინდრომი), რომელთა დროსაც ალბუმინი შარდით გამოიყოფა;

• არასრულფასოვანი კვება და მალაბსორბცია - როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს ან ვერ ითვისებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს;

• ხანგრძლივი ანთებითი პროცესები და მძიმე ინფექციები;

• კანის ვრცელი დამწვრობა;

• გულის უკმარისობა;

• სითხის ჭარბი შეკავება (ჰიპერჰიდრატაცია).

ალბუმინის მომატება შედარებით იშვიათია და ჩვეულებრივ ასოცირდება ორგანიზმის გაუწყლოებასთან (დეჰიდრატაციასთან).

ალბუმინის დონეზე გავლენას ახდენს ასევე ზოგიერთი მედიკამენტი, ორსულობა და მწვავე დაავადებები, ამიტომ შედეგი ყოველთვის ფასდება კლინიკური სურათისა და სხვა გამოკვლევების გათვალისწინებით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

• რეკომენდებულია სისხლის ნიმუშის აღება უზმოდ - ბოლო 8-12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო;

მასალის აღება ხდება მედიკამენტის მიღებამდე.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

• სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:

medlineplus.gov - Albumin Blood Test

medlineplus.gov - Albumin blood (serum) test

medlineplus.gov - Total Protein and Albumin/Globulin (A/G) Ratio

ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

Phone