ანტინუკლეარული ანტისხეულები (ANA)

ფასი: 45 ₾

კვლევის შესახებ

ANA (Antinuclear Antibodies) - ანტისხეულები უჯრედის ბირთვის ანტიგენების მიმართ - წარმოადგენს აუტოანტისხეულების ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომლებიც მიმართულია უჯრედის ბირთვში მდებარე სხვადასხვა კომპონენტების (დნმ, ჰისტონები, ნუკლეარული პროტეინები, რიბონუკლეოპროტეინები) მიმართ.


ANA-ის გამოვლენა სისხლში არის ავტოიმუნური რევმატული დაავადებების (განსაკუთრებით სისტემური წითელი მგლურის) ძირითადი სკრინინგული ტესტი. სტანდარტული მეთოდი არის არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენცია (IIF) HEp-2 უჯრედებზე, რომელიც განსაზღვრავს როგორც ტიტრს, ისე - ანტისხეულების დამახასიათებელი ფლუორესცენციული სურათი (ჰომოგენური, წერტილოვანი, ნუკლეოლარული, ცენტრომერული, ციტოპლაზმური და ა.შ.), რომელიც განსაზღვრავს დაავადების სავარაუდო ხასიათს.


ANA მაღალი მგრძნობელობის ტესტია - სისტემური წითელი მგლურის (SLE) მქონე პაციენტების 95-100%-ში ის დადებითია. თუმცა, ANA დაბალი სპეციფიკურობით გამოირჩევა - დადებითი შედეგი შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ადამიანებშიც (განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში), სხვა ავტოიმუნური დაავადებებისა და ინფექციების დროს. ამიტომ დადებითი ANA ტესტი ყოველთვის მოითხოვს დამატებით, უფრო სპეციფიკურ ანტისხეულების ტესტირებას (ANA პანელი - Anti-dsDNA, Anti-Sm, Anti-SSA/Ro, Anti-SSB/La, Anti-Scl-70, Anti-Jo-1 და ა.შ.) დიაგნოზის დასაზუსტებლად.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• სახსრების ტკივილი, შეშუპება, დილის შებოჭილობა;

• კანის გამონაყარი, განსაკუთრებით სახეზე ("პეპლისებრი" ერითემა);

• ფოტოსენსიტიურობა;

• პირის ღრუს ან ცხვირ-ხახის ულცერაცია;

• უცნობი ეტიოლოგიის ცხელება;

• ქრონიკული დაღლილობა, ზოგადი სისუსტე;

• უმიზეზო თმის ცვენა (ალოპეცია);

• რეინოს ფენომენი (თითების ფერის ცვლილება სიცივეზე);

• მშრალი ლორწოვანები (მშრალი პირი, მშრალი თვალი - სიჯოგრენის სინდრომის ეჭვის შემთხვევაში);

• მიოზიტი, კუნთების სისუსტე;

• სეროზიტის ნიშნები (პლევრიტი, პერიკარდიტი);

• სისტემური წითელი მგლურის (SLE), სიჯოგრენის სინდრომის, სისტემური სკლეროდერმის, შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადების, დერმატომიოზიტის, ავტოიმუნური ჰეპატიტის ეჭვი;

• ავტოიმუნური დაავადებების ოჯახური ანამნეზი;

• ნეფრიტი, პროტეინურია, ჰემატურია გაურკვეველი მიზეზით;

• ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია გაურკვეველი მიზეზით.

ინტერპრეტაცია

ANA-ის დადებითი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ავტოიმუნური დაავადებების დროს:


• სისტემური წითელი მგლურა - SLE (95-100%);

• სისტემური სკლეროდერმა, CREST სინდრომი (70-90%);

• სიჯოგრენის სინდრომი (70-80%);

• შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება - MCTD (95-100%);

• პოლიმიოზიტი, დერმატომიოზიტი (40-60%);

• რევმატოიდული ართრიტი (30-50%);

• იუვენილური იდიოპათიური ართრიტი;

• ავტოიმუნური ჰეპატიტი;

• პირველადი ბილიური ქოლანგიტი (PBC);

• მედიკამენტოზური ლუპუსი (ჰიდრალაზინი, პროკაინამიდი, იზონიაზიდი, TNF-α ინჰიბიტორები და სხვა).


ANA-ის დადებითი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს აგრეთვე:


• ინფექციური დაავადებების დროს (ვირუსული ინფექციები, ტუბერკულოზი, ენდოკარდიტი, HIV);

• ონკოლოგიური დაავადებების დროს;

• სხვა ავტოიმუნური პათოლოგიების დროს (ფარისებრი ჯირკვლის, ტიპი 1 დიაბეტი);

• ოჯახის ჯანმრთელ წევრებში (ავტოიმუნური დაავადებით დაავადებულთან);

• ხანდაზმულ ასაკში (დაბალი ტიტრით, კლინიკურად უმნიშვნელო).


ANA ტესტის ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი:


• ტიტრი: რაც უფრო მაღალია ტიტრი, მით უფრო მეტად სავარაუდოა კლინიკურად მნიშვნელოვანი ავტოიმუნური დაავადება. დაბალი ტიტრი ხშირად არასპეციფიკურია;


დადებითი ANA ყოველთვის მოითხოვს დამატებითი სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრას (ANA პანელი) დიაგნოზის დაზუსტებისთვის.


უარყოფითი ANA დიდი ალბათობით გამორიცხავს SLE-ს, თუმცა არ გამორიცხავს სხვა ავტოიმუნურ პათოლოგიებს.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიურ და სხვა გამოკვლევებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

• ANA 23, პანელი;

• ორჯაჭვიანი დნმ-ის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-dsDNA IgG);

• Anti-Sm (ანტი-სმიტის ანტისხეულები), სისხლში;

• ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში (anti-CCP);

• რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში (RF);

• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgG (Anti-Cardiolipin IgG);

• ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM (Anti-Cardiolipin IgM);

• ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgG (Anti β -2 Glycoprotein IgG);

• ანტიბეტა 2 გლიკოპროტეინი IgM (Anti β -2 Glycoprotein IgM);

• მგლურას ანტიკოაგულანტის განსაზღვრა სისხლში (Lupus anticoagulant, LA);

• კომპლემენტის C3 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C3);

• კომპლემენტის C4 კომპონენტის განსაზღვრა სისხლში (Complement C4);

• სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR);

• C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში, რაოდენობრივი (CRP);

• შარდის საერთო ანალიზი (Urinalysis);

• ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, GGT, ALP, TBIL, DBIL);

• კრეატინინის განსაზღვრა სისხლის შრატში (Creatinine).

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

ETI-MAX (DIaSorin, Italy) - სრულად ავტომატური ELISA მეთოდი

მასალის ტიპი

შრატი

კვლევის შესრულების დრო

2 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


• medlineplus.gov - ANA (Antinuclear Antibody) Test

• medlineplus.gov - Antinuclear antibody panel

• mayocliniclabs.com - ANA2 - Antinuclear Antibodies (ANA), Serum

• mayoclinic.org - Lupus - Diagnosis & treatment


• ნინო ღულათავა (სამედიცინო გუნდი) - სამედიცინო დირექტორი;

• ნინო მურადაშვილი (სამედიცინო გუნდი) - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

• ლევან არჯევანიძე (მმართველი გუნდი) - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone