ენდომეტრიუმის კარცინომის მოლეკულური პროფილის კვლევა იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით

ენდომეტრიუმის კარცინომის მოლეკულური პროფილის კვლევა იმუნოჰისტოქიმიური მეთოდით

ფასი: 450 ₾

კვლევის შესახებ

ენდომეტრიუმის კარცინომის მოლეკულური პროფილის კვლევა არის იმუნოჰისტოქიმიური (IHC) კვლევა, რომელიც კიბოს კლასიფიკაციას ახდენს მოლეკულურ ქვეჯგუფებად პროგნოზისა და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად.


თანამედროვე კლასიფიკაცია (TCGA-ზე დაფუძნებული, WHO 2020) გამოყოფს ენდომეტრიუმის კარცინომის ოთხ მოლეკულურ ჯგუფს:


• POLE-მუტირებული (POLEmut) - ხელსაყრელი პროგნოზით;

• მისხდომის (Mismatch) რეპარაციის ცილების დეფიციტური (MMRd / MSI);

• p53-პათოლოგიური (p53abn) - არახელსაყრელი პროგნოზით;

• სპეციფიკური მოლეკულური პროფილის გარეშე (NSMP).


იმუნოჰისტოქიმია გამოიყენება როგორც ხელმისაწვდომი ჩამნაცვლებელი (სუროგატული) მეთოდი ამ ჯგუფების გამოსავლენად: ფასდება მისხდომის (Mismatch) რეპარაციის (MMR) ცილების (MLH1, PMS2, MSH2, MSH6) იმუნოექსპრესიის სტატუსი და p53 ცილის გამოხატულების პატერნი. POLE-მუტაციის დასადგენად საჭიროა დამატებითი მოლეკულურ-გენეტიკური (სეკვენირების) კვლევა, რომელსაც IHC ვერ ჩაანაცვლებს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


• ენდომეტრიუმის კარცინომის (საშვილოსნოს შიდა გარსის კიბოს) დადასტურებული დიაგნოზის შემდეგ - მოლეკულური ქვეჯგუფის დასადგენად;

• პროგნოზის შეფასება და მკურნალობის ტაქტიკის (ადიუვანტური თერაპიის) დაგეგმვა;

• MMR/MSI სტატუსის დადგენა (ლინჩის სინდრომის სკრინინგისა და იმუნოთერაპიაზე პასუხის შესაფასებლად);

• p53 სტატუსის დადგენა (აგრესიული, სეროზული ტიპის სიმსივნეების იდენტიფიცირებისთვის);

• რისკის ჯგუფის დაზუსტება ადრეულ სტადიებზე (FIGO სტადიის შესაძლო კორექციისთვის);

• ლინჩის სინდრომის (მემკვიდრული კიბოს) ეჭვის შემთხვევაში.

ინტერპრეტაცია

მოლეკულურ-პათოლოგიური კვლევა არის თვისობრივი — ფასდება ცილების ექსპრესიის ხასიათი, რაც სიმსივნეს ანაწილებს მოლეკულურ ქვეჯგუფებად.


MMR ცილების (MLH1, PMS2, MSH2, MSH6) შენახული ექსპრესია მიუთითებს ნორმალურ (*intact*) სტატუსზე, ხოლო ერთი ან მეტი ცილის ექსპრესიის დაკარგვა მიუთითებს MMR-დეფიციტურ (MMRd) სიმსივნეზე, რომელიც:


• უკავშირდება მიკროსატელიტურ არასტაბილურობას (MSI);

• შესაძლოა ასოცირდებოდეს ლინჩის სინდრომთან (მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა);

• ხშირად მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება იმუნოთერაპიის მიმართ.


p53 ცილის ექსპრესია შესაძლოა იყოს ნორმალური (ველური ტიპის) ან პათოლოგიური. p53-ის პათოლოგიური ექსპრესია (ძლიერი დიფუზური მომატება, სრული დაკარგვა ან ციტოპლაზმური ექსპრესია) მიუთითებს p53abn ქვეჯგუფზე, რომელსაც ახასიათებს:


• უფრო აგრესიული ბიოლოგიური მიმდინარეობა;

• ხშირი კავშირი სეროზულ ჰისტოლოგიურ ტიპთან;

• არახელსაყრელი კლინიკური პროგნოზი.


POLE-მუტაცია იმუნოჰისტოქიმიურად არ ფასდება და მისი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა მოლეკულურ-გენეტიკური (სეკვენირების) კვლევა; POLE-მუტირებულ სიმსივნურ პროცესებს, როგორც წესი, ხელსაყრელი პროგნოზი ახასიათებს.


სიმსივნის მოლეკულური ქვეჯგუფის საბოლოო განსაზღვრა ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ ალგორითმით, ჰისტოლოგიურ სურათთან და პაციენტის კლინიკურ მონაცემებთან კომპლექსური შეჯერებით.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიცისტის მიერ პაციენტის ანამნეზურ მონაცემებთან და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგებთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო.

ტესტის მეთოდოლოგია

იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი

მასალის ტიპი

პარაფინის ბლოკი, ფორმალინში ფიქსირებული ქსოვილი ან ორგანო

კვლევის შესრულების დრო

7 სამუშაო დღე

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

გამოყენებული წყაროები:


ncbi.nlm.nih.gov - Immunohistochemical Markers in Endometrial Cancer: Latest Updates

nature.com - p53 immunohistochemistry in endometrial cancer (PORTEC-3 trial)

mdpi.com - Molecular Classification of Endometrial Carcinomas: Review and Recent Updates


ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;

ქეთევან კანკავა - მოლეკულური პათოლოგიის განყოფილების უფროსი, პათოლოგანატომი, იმუნოჰისტოქიმიის განყოფილების უფროსი;

ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.

კვლევის კატეგორია

იმუნოჰისტოქიმია
Phone