კვლევის შესახებ
თვალის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ტარდება კონიუნქტივიტის, კერატიტის, ბლეფარიტის და თვალის სხვა ინფექციების გამომწვევი პათოგენის გამოსავლენად. ნიმუში საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციის გამომწვევი ბაქტერია, რის შემდეგაც ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
თვალის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:
- თვალების სიწითლე;
- თვალებიდან ცრემლდენა და გამონადენი;
- ქუთუთოების შეშუპება;
- მხედველობის დაბინდვა;
- ცხელება;
- ქავილი და წვა.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ აღინიშნება.
დადებითი შედეგი - სინჯში გამოვლინდა ინფექციის გამომწვევი ბაქტერია. გამოყოფილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მიზნობრივ მკურნალობას.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
ნიმუშის აღებამდე წინასწარ მომზადება არ არის საჭირო. ნიმუშის აღება ხდება ბამბის ჩხირის გამოყენებით თვალის ან ქუთუთოს ზედაპირიდან.
მასალის ტიპი
თვალის ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო