კვლევის შესახებ
HLA ლოკუსი მთავარი ჰისტოშეთავსებადობის კომპლექსის (MHC) ცილების მაკოდირებელი გენეტიკური თანმიმდევრობის ნაწილს წარმოადგენს. ანტიგენის სტრუქტურაზე და მათ ფუნქციაზე დაყრდნობით არჩევენ ორი კლასის HLA ანტიგენებს, რომელთაც შესაბამისად ეწოდება HLA კლასი I და HLA კლასი II. HLA ანტისხეულები ჩვეულებრივ წარმოიქმნება ქალებში ორსულობის დროს, სისხლის გადასხმის ან ორგანოს გადანერგვის შემდეგ. ეს ტესტი მნიშვნელოვანია ორგანოთა გადანერგვის წინ, იმუნური რეაქციების შეფასებისათვის.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგი ჩივილების დროს:
• ორგანოს ტრანსპლანტაცია;
• ტრანსპლანტაციის შემდგომ ანტისხეულების მონიტორინგი;
• ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
ინტერპრეტაცია
დადებითი შედეგი მიუთითებს:
ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში იზრდება გადანერგვის შემდგომ ორგანოს მოცილების რისკი.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
• mayocliniclabs.com - Mayo Clinic Laboratories - HLA Antibody Screen
• ncbi.nlm.nih.gov - NCBI Bookshelf - HLA Antibody Testing
• onlinelibrary.wiley.com - American Journal of Transplantation - Anti-HLA Antibodies
• ანა მაღრაძე, MD - მოლეკულური გენეტიკისა და ციტოგენეტიკის განყოფილება;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.