კვლევის შესახებ
კვლევისთვის მასალა იგზავნება ქალაქ უტრეხტის სამედიცინო აკადემიური ცენტრის UMC Utrecht-ის პათოლოგიურ დეპარტამენტში. University Medical Center Utrecht-ის პათოლოგიური დეპარტამენტი ერთ-ერთი წამყვანი აკადემიური დაწესებულებაა მთელს ევროპაში, რომელიც საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს ინოვაციური ციფრული პათოლოგიის ერთ-ერთ ფლანგს. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პათოლოგანატომთა მრავალპროფილიანი გუნდით. დიაგნოსტიკის პროცესში გამოიყენება თანამედროვე, საერთაშორისო გაიდლაინებში მოცემული რეკომენდაციები და მოლეკულური დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები, რაც რთული და იშვიათი შემთხვევების დიაგნოსტიკის მაღალ სტანდარტს განაპირობებს.
კვლევა მოიცავს ციფრული (სკანირებული) WSI (Whole Slide Image) ფაილების ანალიზს. ციფრული კონსულტაცია საშუალებას იძლევა მასალის შეფასებისა მისი ფიზიკური გაგზავნის გარეშე, რაც ზოგავს დროსა და რესურსებს. ასევე ამცირებს ლოგისტიკურ სირთულეებს და რისკებს.
ციფრული (სკანირებული) WSI ფაილების გამოყენებით შესაძლებელი ხდება სურათების სწრაფი გაზიარება სპეციალისტებს შორის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული ან იშვიათი შემთხვევების დროს. ეს მიდგომა ხელს უწყობს დიაგნოსტიკური სიზუსტის გაზრდას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
• იშვიათი ან რთული სიმსივნის დიაგნოზის გადასამოწმებლად/დასაზუსტებლად;
• მკურნალობის დაწყებამდე სიზუსტის გასაზრდელად.
ინტერპრეტაცია
კვლევის დროს ხდება ციფრული (WSI) ფორმატში წარმოდგენილი სლაიდების გადახედვა, რაც უზრუნველყოფს პირველადი ჰისტოპათოლოგიური დასკვნის დადასტურებას ან გადახედვას/შეცვლას. შესაძლებელია დიაგნოზის კორექტირება, სიმსივნის ტიპისა და გრეიდის (G) დაზუსტება, ასევე დამატებითი დიაგნოსტიკური რეკომენდაციების გაცემა. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ, იშვიათ ან საკამათო შემთხვევებში.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
შესაძლოა დამატებით საჭირო გახდეს მოლეკულური კვლევები, როგორიცაა: PCR, FISH და NGS პანელები, დიაგნოზის დაზუსტებისა და ოპტიმალური თერაპიული ტაქტიკის განსასაზღვრად.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიკური მომზადება არ არის საჭირო.
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
ავტორი და წყარო
• თეა ნათელაური - ონკოლოგი, ონკო-გენეტიკოსი;
• ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი;
• ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი.